გაიყინოს ივანიშვილის, მისი ოჯახის აქტივები, დასანქცირდნენ მოსამართლეები, პროკურორები და "ოცნების" მაღალჩინოსნები - რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაში

17.06.26 20:04
გაიყინოს ივანიშვილის, მისი ოჯახის აქტივები, დასანქცირდნენ მოსამართლეები, პროკურორები და "ოცნების" მაღალჩინოსნები - რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაში

გაიყინოს ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის  აქტივები, დასანქცირდნენ მოსამართლეები, პროკურორები და ოცნების მაღალჩინოსნები -  ევროპარლამენტის რეზოლუცია დამტკიცებულია. 436-მა ევროპელმა დეპუტატმა მხარი დაუჭირა პროპაგანდისტული ტელევიზიების მიმართ საგანგებო ზომების გატარებას. მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ. სანქციების მოთხოვნაში მოხვდნენ  მარეგულირებელი კომისიის წევრებიც. 

ევროპარლამენტის ანგარიში დღეიდან იურიდული ძალის მქონე დოკუმენტია -ახლა ევროკომისია ვალდებულია მიყვეს მითითებებს, რომელსაც ევროპის მთავარი საკანონმდებლო ორგანი აძლევს. აქამდე ბიძინა ივანიშივლის და მისი გუნდის დასანქცირებას უნგრეთის ლიდერი ვიქტორ ორბანი ბლოკავდა, ორბანი აღარ არის, ამიტომ ევროკომისიას სანქციების ამოქმედება ახლა უფრო გაუადვილდება. დღეს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ქართველ პოლიტპატიმრებს მიმართა და თქვა რომ მათი თავისუფლებისთვის იბრძოლებს. 

დეფაქტო ეს სიტყვა ევროპარლამენტის რეზოლუციაში არა ერთხელ მოხვდა. ევროკავშირის მთავარი საკანონდებლო ორგანი "ქართული ოცნების" ლეგიტიმურობას ეჭვის ქვეშ აყენებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებასთან მკაცრად უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, გადადგამს თუ არა ივანიშვილის გუნდი რეალურ და ნაბიჯებს დემოკრატიული უკუსვლის შესაჩერებლად.

ევროპარლამენტის ანგარიშის დამტკიცებამდე რამდენიმე საათით ადრე, განცხადება "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა სამხარაძემ გააკეთა. საგარეო კომიტეტის თავჯმდომარემ ევროკავშირთან შუამავლობა სთხოვა ლუქსემბურგს და თქვა, რომ მზად არის განიხილოს სადავო საკითხებიც კი. 

დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები