"უჭირს გადაადგილება, სჭირდება ხელჯოხი, აქვს სახსრების ძლიერი ტკივილი" - ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

17.06.26 20:13
"უჭირს გადაადგილება, სჭირდება ხელჯოხი, აქვს სახსრების ძლიერი ტკივილი" - ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

ტკივილი ასატანია, ბოროტება აუტანელი - ელენე ხოშტარიას გზავნილი რუსთავის ციხიდან.   პატიმარი პოლიტიკოსის ჯანმრთლეობის მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება. ადვოკატის ინფორმაციით, უჭირს წერა და გადაადგილდება ხელჯოხით. დაავადება ისე პროგრესირებს, რომ არ არის გამორიცხული  ეტლი დასჭირდეს.  ხოშტარიას წინააღმდეგობის მიუხედავად დღეს ადვოკატებმა და მისმა თანაპარტიელებმა განგაშის სიგნალი ჩართეს. 

პოლიტიკოსის ოჯახი მისი მდგომარეობის დამძიმებაზე სრულ პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს აკისრებენ - ბოლო 4 თვეში რომ მისი მდგომარეობა გაუარესდა, ამაზე საუბრობს პატიმრის დედაც. ირინა გუნცაძემ შვილისგან იცის, რომ ტკივილები რუსთავის ციხეში მოხვედრამდეც ჰქონდა, თუმცა, რეაბილიტაციის ნაცვლად, საკანში აღმოჩნდა.

4 შვილის დედა, რომელიც უკვე 10 თვეა  კალაძის ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო საკანშია გამოკეტილი, ოცნებას უკომპრომისო ბრძოლას უანონსებს. ამ ამბის გახმაურების შემდეგ განგაში ჩაირთო ევროპარლამეტშიც. დეპუტატები პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ  გათავისუფლებას ითხოვენ.

მდგომარეობა რომ რთულია ვერც პენიტენციურ სამსახურში უარყოფენ, თუმცა ამბობენ, რომ ხოშტარიას ჯანმრთელობის პრობლემები ციხეში მოხვედრამდე ჰქონდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი არ ამბობს, არსებობს თუ არა მკურნალობის გეგმა, თუმცა, იერიში მიაქვს ხოშტარიას ადვოკატებზე.

პენიტენციურ სამსახურის უფროსს ციხიდან უპასუხა ელენე ხოშტრიამ და მისმა პარტიამ. 

დეტალები ნახეთ, ნინო ღევდაშვილის რეპორტაჟში. 

 

მსგავსი სიახლეები