"არ მჯერა "ქართული ოცნების" განცხადებების" - კშიშტოფ ბრეიზა
"არ მჯერა "ქართული ოცნების" განცხადებების" - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, კშიშტოფ ბრეიზამ "ევროსკოპთან" განაცხადა.
მისი აზრით, "ოცნების" განცხადებები თეატრია და არა ნება, რომ რამე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოახდინონ.
კშიშტოფ ბრეიზამ აღნიშნა, რომ სიტყვებს მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც "ოლიგარქ ივანიშვილის რეჟიმზე ვსაუბრობთ".
არ მჯერა "ქართული ოცნების" განცხადებების. ჩემი აზრით ეს თეატრია და არა ნება რამე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოახდინონ. ჩვენ ვხედავთ ხალხის დემონსტრაციებს, როგორ ანადგურებს ეს რეჟიმი თავისუფალ მედიას. ჩემი აზრით, განცხადებებს, სიტყვებს მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც ვსაუბრობთ ოლიგარქ ივანიშვილის რეჟიმზე," - განაცხადა პოლონელმა დეპუტატმა.