პარლამენტთან თეთრხალათიანები იკრიბებიან - მედიკოსები პედიატრ გოგა ჩახუნაშვილს სოლიდარობას უცხადებენ

19.06.26 20:27
პარლამენტთან თეთრხალათიანები იკრიბებიან - მედიკოსები პედიატრ გოგა ჩახუნაშვილს სოლიდარობას უცხადებენ

 

 

პარლამენტთან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იკრიბებიან. შეკრება სპონტანურად მას შემდეგ დაანონსდა, რაც პედიატრი გიორგი ჩახუნაშვილი და მასთან ერთად კიდევ 6 პირი სასახლის ღობის საქმეზე მოსამართლემ 5 წლით ციხეში გაუშვა.

ექიმი გიორგი ახობაძე ამბობს, რომ ახლა ყველა მედიკოსის ვალია, მომხდარს პარლამენტთან აპროტესტებდეს. 

ძალიან სპოტანურად იყო, ნამდვილად არ ვიცი რამდენი ექიმი მოვა და შემომიერთდება. უბრალოდ, მე, როგორც ერთი ექიმი, თავს ვალდებულად ვთვლი. იმ რაოდენობის ექიმების ხმა არ მესმის, რამდენიც საჭიროა.თუ საკუთარი კოლეგისთვის ბოლომდე ბრძოლის უნარი აღარ შერჩა საქართველოში ექიმებს, მაშინ პაციენტების ჯანმრთელობისთვის ბოლომდე ბრძოლის უნარი შეგვრჩა კი? მგონია, რომ ექიმების ხმას ძალიან დიდი ძალა აქვს, - ამბობს გიორგი ახობაძე. 

 პროტესტის მნიშვნელობაზე საუბრობს ექიმი ანზო მელიაც. 

ბატონმა გიორგიმ შეასრულა მოქალაქეობრივი და საექიმო ვალიც. ექიმი სხვანაირად არ მოიქცეოდა. რუსული ხელისუფლებაა, არ უნდა, ქარველმა გენმა იხაროს საქართველოში, არ უნდა საქართველო აყვავებული იყოს. მილიონები იშოვეს. გაფიცვები უნდა მოვაწყოთ. ახლა საავამდყოფოებს ვერ დავტოვებთ ექიმების გარეშე, მაგრამ მორიგე ექიმები უნდა დარჩნენ და ყველა სახელოვანი თუ არასახელოვანი ექიმი აქ, რუსთაველზე უნდა იდგეს, - ამბობს კარდიოლოგი ანზორ მელია. 

ცნობისთვის, სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი - ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო.

მისი განაჩენით, ექვს მათგანს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ია დარახველიძეს კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსგავსი სიახლეები