პირველ სკოლასთან პროევროპული აქციების დროს დაკავებული მოქალაქეებისთვის წერილები გროვდება
პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციებზე დაკავებული პატიმრების მხარდასაჭერად წერილები გროვდება. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მივიდეს ადგილზე და საკუთარი გზავნილი წერილობით გაუგზავნოს პროევროპული აქციების დროს დაკავებულ მოქალაქეებს.
წერილებს პატიმრების ოჯახის წევრები აგროვებენ, რომლებიც დღის ბოლოს უკვე საპატიმროებში, ადრესატებთან შეაგზავნიან. მშობლების თქმით, მსგავსი მხარდაჭერა პატიმრებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ეს პროცესი ცოცხალია და უფრო მეტი იმედი ესახებათ, რომ ასე ვიბრძით ჩვენი სინდისის პატიმრების გამო და პოლიტპატიმრების გამო. ასევე 4 ოქტომრბის დაკავებულების გამო და მალე გავათავისუფლებთ აუცილებლად საქართველოს. გავიმარჯვებთ სახელოვნად!, - ამბობს საბა სხვიტარიძის დედა.
წერილებს ბალიშის ქვეშ ამოვიდებ ხოლმე, დავწვები - წავიკითხავ, ავდგები - წავიკითხავ. ეგ არის ამათი მამოძრავებელი, ვისი წერილიც არ უნდა იყოს. ფურცელზე დაწერილი ერთი წინადადება ბიჭებისთვის არის მედგრობის ნიშანი. თამამად არიან იმ 8 კვადრატში მერე, - ამბობს გიორგი მინდაძის დედა.