ბრიუსელის გაღებული კარი ივანიშვილმა შიგნიდან ჩაკეტა - ოპოზიცია
ოპოზიცია აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" რეალურად, ევროკავშირი რეზოლუციები და შეფასებები ძალიან აწუხებთ, თუმცა საჯაროდ ამის გაუფასურებას ცდილობენ. "ძლიერი საქართველოს" წევრი გიორგი სიორიძე ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდი თავის დროზე კანდიდატის სტატუსსაც ჩალის ფასს უწოდებდა, თუმცა მოგვიანებით, როდესაც ქვეყანამ ქართველი ხალხის დიდი ძალისხმევით ეს სტატუსი მიიღო, "ოცნებამ" ამის გასარებაც საკუთარ მიღწევად სცადა.
კობახიძე არის ის კაცი, რომელმაც 2024 წლის 28 ნოემბერს გამოვიდა და განაცხადა, რომ შეჩერებულია საქართველოს ევროინტეგრაცია. ირაკლი კობახიძე და "ქართული ოცნების" სხვა სპიკერები ჩალის ფასს უწესებდნენ კანდიდატის სტატუსის მინიჭებასაც და როდესაც ქართველი ხალხის დიდი დამსახურებით საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი ავანსად, ძალიან დიდ მიღწევად, საკუთარ მიღწევად სცადეს, რომ გაეფორმებინათ. ის, რომ ევროკავშირი რეზოლუციები, განცხადებები, შეფასებები, სანქციები მითუმეტეს მათ აწუხებთ, ეს არახალია, - ამბობს გიორგი სიორიძე.
ენმ-ს წევრი ლაშა ფარულავა კი პირდაპირ ამბობს, რომ ევროკავშირის მიერ გაღებული კარი ივანიშვილმა "შიგნიდან" ჩაკეტა და ახლა მის გასაღებად ხალხის იბრძვის. ოპოზიციონერის თქმითმ, "ოცნებას" ქვეყნის კურსიდან გადახვევისთვის პასუხისგება მოუწევს.
ბრიუსელის მიერ გაღებული კარი ივანიშვილმა შიგნიდან ჩაკეტა და ამ ჩაკეტილი კარის გახსნას ცდილობს ჩვენი საზოგადოება. ამ ბრძოლაში ქართველ ხალხს უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ევროპარლამენტის რეზოლუციებიც ამის მაგალითია და ცხადია, ცდილობს ივანიშვილის გუნდი, თავი წარმოაჩინოს ისე, რომ ჩალის ფასი აქვს ამ რეზოლუციას, თუმცა, როდესაც უნგრეთში პოლიტიკური მამა დაკარგეს, როდესაც მათ აღარ ჰყავთ მხარდამჭერები, ცხადია, ისინი არია იზოლაციაში და მათ მოუწევთ პასუხისგება ამ ყველა დანაშაულზე და მათ შორის იმაზე, რომ ქვეყნის საგარეო კურსი შეცვალეს და ქვეყანა ჩიხში შეიყვანეს, - ამბობს ლაშა ფარულავა.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკულ ანგარიშს მხარი დაუჭირა. დოკუმენტში ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, გაყინოს ივანიშვილის აქტივები და ითანამშრომლოს ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა იურისდიქციებთან, კერძოდ, გაერთიანებულ სამეფოსთან და შეერთებულ შტატებთან.
ამის პარალელურად, დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი გამოხატავს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც აგრძელებს ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის.
ევროპარლამენტარები დე-ფაქტოდ მოიხსენიებენ საქართველოს მთვრობას და პარლამენტს. ანგარიშში ნათქვამია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ უკუაქცია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი.
უკვე დღეს ირაკლი კობახიძემ მედიის წარმოამდგენლებთან თქვა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას გავლენა და მნიშვნელობა დაკარგული აქვს. მისივე თქმით, კობახიძის თქმით, ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით უსამართლო ჩანაწერებია.