"ჩვენ რუსებს არ შემოვუშვებთ ამ ქვეყანაში" - სალომე ზურაბიშვილი

20.06.26 21:04
"ჩვენ რუსებს არ შემოვუშვებთ ამ ქვეყანაში" - სალომე ზურაბიშვილი

"ჩვენ რუსებს არ შემოვუშვებთ ამ ქვეყანაში" - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "შაბათის მარშზე" განაცხადა. 

თბილისში საპროტესტო მარში: „გვახსოვს გავრილოვის ღამე" იმართება

სალომე ზურაბიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მიერ გაკათებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ზახაროვა თბილისში ანტირუსული აქციის მონაწილეების დასჯას ითხოვს.

ექს-პრეზიდენტის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" რუსეთის ამგვარ მითითებაზე რეაქცია არ ჰქონია. 

ის რაც დღეს გავიგე, რუსები თურმე მიგვითოთებენ, რომ დაისაჯონ, დააპატიმრონ ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში "რუსული დღის" ღონისძიებას აპროტესტებენ. ამაზე, რომ რეჟიმს არ აქვს პასუხი, როცა ნებისმიერ რეკომენდაციაზე ევროკავშირიდან, უცებ ამბობენ - "ჩვენი სუვერენიტეტი". რუსეთის ასეთ განცხადებებზე კი დიდი ხანია, რეაქცია არ აქვთ"- განაცხადა ზურაბიშვილმა. 

საქართველოს მეზუთე პრეზიდენტმა დღევანდელი მარშის თემატიკაზე ისაუბრა და თქვა, რომ "რუსული რეჟიმის" დღეები დათვლილია. 

სალომე ზურაბიშვილის მიმართვის ადრესატი იყო პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია. "მაგრად იყავი"- უთხრა ყოფილმა პრეზიდენტმა "დროას" ლიდერს. 

ზურაბიშვილი "ოცნების" ლიდერების ვიზიტებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ "რეჟიმის ფსიქიკა აჩვენებს, რომ მათი დღე დათვლილია". 

ტაჯიკეთში ვიზიტი დასრულდა - კობახიძე ცენტრალურ აზიასთან ურთიერთობების გაღრმავებაზე საუბრობს

დღევენდელი დღე ასევე უნდა იყოს მიძღვნილი ელენეს მიმართ. მისი ჯანმრთელობსი მდგომარეობა ამას მოითხოვს. კიდევ ერთხელ მინდა ვუხრა მას, მაგრად იყავი, ჩვენ ყველანი ერთად ვართ. ჩვენ რუსებს ამ ქვეყანაში არ შემოვუშვებთ. რუსული რეჟიმი მიდის უკვე, მათი დღევანდელი ფსიქიკა, აეთია: იარონ ტაჯიკეთსა და უზბეკეთში, და იქ გვაჩვენონ რომ ვითომ ჰყავთ მოკავშირეები 

მსგავსი სიახლეები