"ქვეყანა, რომელიც ევროპასთან და დასავლეთთან ინტეგრაციის ჩემპიონი იყო, ახლა დასავლური დემოკრატიების ნამდვილ მოწინააღმდეგედ იქცა" - ემანუელის ზინგერისი

23.06.26 11:43
"ქვეყანა, რომელიც ევროპასთან და დასავლეთთან ინტეგრაციის ჩემპიონი იყო, ახლა დასავლური დემოკრატიების ნამდვილ მოწინააღმდეგედ იქცა" - ემანუელის ზინგერისი

 

 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს საკითხზე მსჯელობისთვის ემზადება. სტრასბურგში ახალი დოკუმენტი უნდა დაამტკიცონ, სადაც საქართველოში ადამიანების უფლებების უხეშ დარღვევაზეა საუბარი. 

საპარლამენტო ასამბლეის წევრმა ემანუელის ზინგერისმა კენჭისყრამდე "ევროსკოპთან" განაცხადა, რომ ქვეყანა, რომელიც ერთ დროს ევროპასთან და დასავლეთთან ინტეგრაციის ჩემპიონი იყო, ახლა დასავლური დემოკრატიების ნამდვილ მოწინააღმდეგედ იქცა და რომ ის ამის გამო ძალიან წუხს. 

ამასთან ემანუელის ზინგერისის თქმით, საქართველოს ხელისუფლება აგრესიული რუსეთის ხელისუფლების გავლენისა და მფარველობის ქვეშ ბრუნდება.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა საქართველოში ირანის გავლენებზეც ისაუბრა - "ირანის გავლენა საქართველოში იზრდება, ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია". 

ადრე საქართველო იმ ქვეყნების შორის იყო, რომლებიც დასავლურ ინტეგრაციას აქტიურად უჭერდნენ მხარს და ამ მიმართულებით ლიდერის როლს ასრულებდნენ. ახლა კი ჩანს, რომ ქვეყანა ევროპის, ადამიანის უფლებებისა და ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ დგას; მიიღო რუსული ტიპის კანონი უცხოური აგენტების შესახებ, ახორციელებს ამ კანონს, აპატიმრებს ადამიანებს, არ ატარებს რეალურ გამოძიებას დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების შესახებ. ასევე არსებობს მასალები, სადაც ნათქვამია, რომ ირანის გავლენა საქართველოში იზრდება, ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია.

ირანი არ არის ქვეყანა, რომელიც სრული ეკონომიკური თანამშრომლობისკენ ისწრაფვის, ის ჩვენი რეალური და მუდმივი მტერი და რუსეთის მოკავშირეა.

საქართველოს ხელისუფლება არ ითვალისწინებს ევროპის საბჭოს და ადამიანის უფლებათა სასამართლოს არც ერთ გადაწყვეტილებას.

[...]

ძალიან ვწუხვარ, რადგან ქვეყანა, რომელიც ევროპასთან და დასავლეთთან ინტეგრაციის ჩემპიონი იყო, რომელმაც დაიწყო მოლაპარაკებები და გადადგა პირველი ნაბიჯები ევროკავშირისკენ, ახლა დასავლური დემოკრატიების ნამდვილ მოწინააღმდეგედ იქცა. თავისუფლების მოყვარული ქართველი ხალხი მეტ-ნაკლებად პრორუსული მთავრობის რთული ინტრიგების წინაშე დგას. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ადამიანის უფლებათა კომისრის ბოლო ანგარიშს ვუყურებ და ვხედავთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ საქართველოს ხელისუფლება აგრესიული რუსეთის ხელისუფლების გავლენისა და მფარველობის ქვეშ ბრუნდება.

აქვს თუ არა მას სხვა გზა? დიახ, აქვს. გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, აღადგინოს დიალოგი ოპოზიციასთან და სერიოზულად მიუდგეს თავის მომავალს ევროპულ დემოკრატიულ ერებთან ერთად.

დღეს ჩვენ ევროპული ერთიანობის სიმბოლურ მომენტში ვიმყოფებით, თუმცა სწორედ ამ დროს საქართველოს ხელისუფლება შეჩერების რეჟიმშია. ევროპული ინტეგრაციის გზაზე ქვეყანა გაჩერებულია," - განაცხადა ემანუელის ზინგერისმა "ევროსკოპთან". 

მსგავსი სიახლეები