"ოცნებაში" არ პასუხობენ კითხვას მიულოცავდნენ თუ არა საია-ს რუსეთის წინააღმდეგ დავის მოგებას
"ქართულ ოცნებაში" არ პასუხობენ კითხვას, მიულოცავენ თუ არა "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას" (საია) სტრასბურგში გამარჯვებას.
- საიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედრო პირების საქმეები მოიგო.
"პირველების" ჟურნალისტმა საგარეო საქმეთა მინისტრს საია-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია გააცნო, შეახსენა, რომ ამ ორგანიზაციის წინააღმდეგ "ოცნებამ" შემზღუდავი კანონები მიიღო და ჰკითხა მიულოცავდა თუ არა გამარჯვებას მათ, თუმცა მაკა ბოჭორიშვილმა კითხვას არ უპასუხა.
კითხვას არ უპასუხა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმაც. მისი განცხადებით, "სანამ საია მოიგებდა ამ საქმეებს, მანამდე საქართველოს სახელმწიფომ მოიგო ძალიან ბევრი საქმე რუსეთის წინააღმდეგ".
სანამ საია მოიგებდა ამ საქმეებს, მანამდე საქართველოს სახელმწიფომ მოიგო ძალიან ბევრი საქმე რუსეთის წინააღმდეგ და მეტიც, გაფუჭებული საქმეებიც, სამწუხაროდ წინა ხელისუფლების გაფუჭებული საქმეები მოიგო საქართველოს სახელმწიფომ და დღევანდელმა ხელისუფლებამ. როგორ შეიძლება რაიმე განსხვავებული რეაქცია ჰქონდეს ქართველს ამასთან დაკავშირებით. ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც აგვისტოს ომთან არის დაკავშირებული და სადაც საქართველო იგებს, ჩვენ აბსოლუტურად მივესალმებით," - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.