კობახიძე: ტენდერების ოპტიმიზაციით ბიუჯეტში 390 მილიონ ლარზე მეტი დაიზოგა

23.06.26 13:37
კობახიძე: ტენდერების ოპტიმიზაციით ბიუჯეტში 390 მილიონ ლარზე მეტი დაიზოგა

პრემიერ-მინისტრმა გაეროს საჯარო სერვისების ფორუმზე გამოსვლისას სახელმწიფო ხარჯების ოპტიმიზაციასა და შესყიდვების სისტემის ეფექტიანობაზე ისაუბრა. მისი თქმით, 2025 წელს მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილი „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი“ სახელმწიფო პროგრამებისა და შესყიდვების შედეგიანობის შეფასებაზე მუშაობს.

კობახიძის განცხადებით, დეპარტამენტის მონიტორინგის შედეგად 2025-2026 წლებში ტენდერების ოპტიმიზაციით ბიუჯეტში 390 მილიონ ლარზე მეტი დაიზოგა.

მისივე მტკიცებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგად საერთო დანაზოგმა 845 მილიონ ლარს მიაღწია.

„მათ შორის, 2 422 საშტატო ერთეულის ოპტიმიზაციის შედეგად მიღებულმა წლიურმა დანაზოგმა 60 მილიონ ლარს მიაღწია. ამასთან, სხვადასხვა პროექტების, სახელმწიფო შესყიდვებისა და სახელშეკრულებო პირობების გადახედვის შედეგად, დამატებით 785 მილიონი ლარის ეკონომია გახდა შესაძლებელი“, - განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები