სააკაშვილი: მე და თიკა [ბოკუჩავა] ახლო მეგობრებად ვრჩებით - ჩვენ, მასთან ერთად, ძალიან დიდი საქმეები გვაქვს წინ

23.06.26 15:04
სააკაშვილი: მე და თიკა [ბოკუჩავა] ახლო მეგობრებად ვრჩებით - ჩვენ, მასთან ერთად, ძალიან დიდი საქმეები გვაქვს წინ

"მე და თიკა ახლო მეგობრებად ვრჩებით"- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი Facebook-ის პირად გვერდზე წერს. 

მიხეილ სააკაშვილი ენმ-ის მოქმედ თავმჯდომარეს გაწეული სამუსაოებისთვის მადლობას უხდის. 

ვისაც გაინტერესებთ, მე და თიკა ახლო მეგობრებად ვრჩებით და მე არასდროს მავიწყდება რომ მან და ზაზა ბიბილაშვილმა, თავისი ხმებით პოლიტსაბჭოს სხვა წევრებთან ერთად გადაარჩინეს ნაციონალური მოძრაობა ბოკერიების კარგად დაფინანსებული ჯგუფის მიერ მიტაცებისგან. 

მე თიკას უზომოდ მადლობელი ვარ, რომ სამი შვილის, მათ შორის ჩვილი ტყუპების დედამ, მთელი ენერგია ჩადო ენმ-ში, ბოლო წლებში.

ჩვენ, მასთან ერთად, ძალიან დიდი საქმეები გვაქვს წინ"- წერს სააკაშვილი. 

მსგავსი სიახლეები