"ის, რომ ანწუხელიძე, სოფრომაძე და ხუბულური აწამეს, ეს გვქონდა ჩვენ ამ არასამთავრობო ორგანიზაციის გარეშეც" - იუსტიციის მინისტრის მოადგილე
"ის, რომ ანწუხელიძე, სოფრომაძე და ხუბულური აწამეს, ეს გვქონდა ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ არასამთავრობო ორგანიზაციის გარეშეც" - ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრის მოადგილე "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) მიერ სტრასბურგში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედრო პირების საქმეების მოგებას.
ბექა ძამაშვილის მტკიცებით, დღეს გამოცხადებულ გადაწყვეტილებაში სასამართლო ამბობს, რომ "სახელმწიფომ რაც მოიგო დავა, იქაც მითითებული იყვნენ ეს პირები".
- ცნობისთვის, ბექა ძამაშვილის უწყება აღნშნულ საქმეში მესამე მხარედ იყო ჩართული.
ის, რომ ანწუხელიძე, სოფრომაძე და ხუბულური აწამეს, ეს გვქონდა ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ არასამთავრობო ორგანიზაციის გარეშეც, იმ საქმეში, პირდაპირ თუ წაიკითხავთ დღეს გამოცხადებულ გადაწყვეტილებას პირდაპირ წერია, სასამართლო ამბობს, რომ სახელმწიფომ რაც მოიგო დავა, იქაც მითითებული იყვნენ ეს პირები.
რაც შეეხება კონკრეტულ ორგანიზაციას, ეს არის ის ორგანიზაცია, რომელიც სხვა ინდივიდუალური საჩივრით საქართველოს და ქართველ სამხედროებს, ცხინვალის დაბომბვას აბრალებდა, საქართველოს წინააღმდეგ ცხინვალის დაბომბვა და საჩივარი არ უნდა შეეტანათ, ამას ვპასუხობთ.
შრომა იქნებოდა ფუჭი მათი საჩივარი რომ წაგვეღო, სადაც დადგინდებოდა ცხინვალის დაბომბვა, თქვენთვის თუ ეს შრომა იქნებოდა ღირებული, კი ბატონო.
ანწუხელიძის ქეისი უნდა წასულიყო, ყველა უნდა წასულიყო, მთავრობამაც წაიღო და მესამე მხარედაც ჩავერთეთ, მაგრამ არ უნდა წასულიყო ისეთი ქეისები, სადაც ცხინვალის დაბომბვა ბრალდებოდა ქართულ სამხედროებს. ესეთი ორგანიზაცია საჭირო არ არის, რომელიც საქართველოს ცხინვალის დაბომბვას აბრალებს, ნამდვილად არ არის საჭირო," - ამბობს ბექა ძამაშვილი.