ვინც 1-ელ ოქტომბრამდე ფიქციურ ქორწინებაში ყოფნას აღიარებს, არ დაისჯება - დარახველიძე
პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ფიქციურ ქორწინებებსა და უცხოელთა ბინადრობის წესებს ეხება. ცვლილებების თანახმად, მკაცრდება კონტროლი საქართველოს მოქალაქესა და უცხოელს შორის დადებულ ქორწინებებზე, ხოლო ბინადრობის ნებართვის მიღების პროცედურები იცვლება.
პლენარულ სხდომაზე შს მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ვინც ვინც 1-ელ ოქტომბრამდე ფიქციურ ქორწინებაში ყოფნას აღიარებს, არ დაისჯება.
„სისხლის სამართლის კოდექსში ორი მნიშვნელოვანი ცვლილება შედის. ერთი ფიქციურ ქორწინებას ეხება. ერთ საკითხს დავაზუსტებ, რომ თუკი ერთ-ერთი მხარე გამოცხადდება საგამოძიებო ორგანოში და მისი მხრიდან ჩადენილ დანაშაულს აღირებს და ხელს შეუწყობს დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება. ანალოგიური ჩანაწერი გვაქვს ნარკოტიკებთან, იარაღთან მიმართებაში. ასე რომ, აქაც ჩნდება შანსი, რომ თუკი შეცდომაში შეიყვანეს კონკრეტული პიროვნება და ის ითანამშრომლებს გამოძიებასთან, იგი გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. ასევე, 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე წესდება საშეღავათო პერიოდი, ვინც იმყოფება ფიქციურ ქორწინებაში და განაცხადებს ამის შესახებ, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან,“ - განაცხადა დარახველიძემ.
ცვლილებების მიხედვით, საქართველოს მოქალაქის უცხოელ მეუღლეზე ბინადრობის ნებართვა თავდაპირველად მხოლოდ ერთი წლით გაიცემა, ხოლო მუდმივი ბინადრობის მიღება მხოლოდ ხუთწლიანი ვადის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ასევე, შემოწმდება ქორწინების ნამდვილობა, ხოლო უცხოელ სტუდენტებსა და ქვეყანაში მცხოვრებ უცხოელებზე დამატებითი რეგულაციები გავრცელდება.
მსგავსი სიახლეები
"ოცნება უნდა დაფიქრდეს, რა ტონით საუბრობს ჩვენს პრემიერზე - ჯეიმს მაკკლირის ექსკლუზიური ინტერვიუ „პირველებთან“
მაკკლირი აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებები და „ქართული ოცნების“ რეაქციები აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია გაერთიანებული სამეფოს გავლენა და სანქციების მექანიზმი.