გაგლოევი ამბობს, რომ გადადის მოსკოვში, რათა "ხელი შეუწყოს სამხრეთ ოსეთის რუსეთთან გაერთიანებას"

23.06.26 16:21
გაგლოევი ამბობს, რომ გადადის მოსკოვში, რათა "ხელი შეუწყოს სამხრეთ ოსეთის რუსეთთან გაერთიანებას"

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი გადადგა - მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მრჩევლი ხდება. 

გაგლოევი ამბობს, რომ გადადის მოსკოვში, რათა "ხელი შეუწყოს სამხრეთ ოსეთის რუსეთთან გაერთიანებას".

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი აცხადებს, რომ წინა დღეს პუტინს შეხვდა, რომელმაც მას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობა და მხარეებს შორის ხელმოწერილი შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობა შესთავაზა.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შესრულება სამხრეთ ოსეთის ე.წ. მთავრობის თავმჯდომარეს, მარატ კამბოლოვს დაეკისრა.

ჩვენმა წინაპრებმა გააკეთეს არჩევანი, ვიყოთ რუსეთთან ერთად. ჩვენ ვიყავით ჩვენი სიტყვის ერთგულები და ვიყავით რუსეთის ერთგული მეგობრები. ახლა ჩვენი მიზანია ასრულდეს ჩვენი სანუკვარი ოცნება და გავერთიანდეთ ჩრდილოეთ ოსეთთან გავერთიანდეთ რუსეთთან ერთად. 9 მაისს ხელმოწერილი შეთანხმება არის გაერთიანებისგან გადადგმული ნაბიჯი.

გუშინ მე შევხვდი რუსეთის პრეზიდენტს რომელმაც შემომთავაზა გავხდე მისი მრჩეველი და გადავიდე სამუშაოდ რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციაში- რათა ხელი შევუწყო ჩვენს შორის გაფორმებული შეთანხმების აღსრულებას. მე დავეთანხმე ჩვენს ისტორიულ ლიდერს და მზად ვარ გვერდით დავუდგე. დღეიდან აღარ ვარ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი.

ჩვენი კონსტიტუციის თანახმად ,მოვალეობას შეასრულებს მთავრობის მეთაური მარად კამბულოვი"- აცხადებს გაგლოევი. 

მსგავსი სიახლეები