დღეიდან თბილისში შეხვედრებს იწყებს ევროსაბჭოს კიდევ ერთი დელეგაცია

23.06.26 16:42
დღეიდან თბილისში შეხვედრებს იწყებს ევროსაბჭოს კიდევ ერთი დელეგაცია

"ქართული ოცნების" მიღებული კანონებს ევროსაბჭოს კიდევ ერთი დელეგაცია შეისწავლის და დაადგენს, რა გავლენს ახდენს ის დემოკრატიაზე - ამის შესახებ "პირველებს" ევროსაბჭოდან აცნობეს. 

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის წარმომადგენელები თბილისში შეხვედრებს დღეიდან იწყებენ. 

დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში  შედიან, ანდერს კნაპე (შვედეთი, EPP/CCE) და ურს იანეტი (შვეიცარია, ILDG) საქართველოში 25 ივნისამდე დარჩება.

  • ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი არის პოლიტიკური ასამბლეა, რომელიც წარმოადგენს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებებს ორგანიზაციის 46 წევრ სახელმწიფოში.  მისი მოვალეობა ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა და მონიტორინგია.

ვიზიტის მიზანია შეფასდეს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“ გამოყენება კონგრესის მიერ 2018 წელს მიღებული წინა მონიტორინგის ანგარიშის შემდეგ.

ცნობილია, რომ დისკუსიები ფოკუსირებული იქნება მმართველობის სხვადასხვა დონეებს შორის უფლებამოსილებების გადანაწილებაზე, ადგილობრივი ხელისუფლების ფინანსურ ავტონომიაზე, აგრეთვე შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოს შექმნაზე სექტორულ კანონმდებლობაში, რათა გაძლიერდეს საკრებულოს როლი მერის მოადგილეების დანიშვნაში, გაუმჯობესდეს ფინანსური გათანაბრების ფორმულა და გაგრძელდეს რეგიონული განვითარების ძალისხმევა.

მომხსენებლები ასევე შეისწავლიან ბოლო პერიოდის საკანონმდებლო ცვლილებების გავლენას ადგილობრივ დემოკრატიაზე — საკითხს, რომელსაც კონგრესი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უკვე არაერთხელ შეეხო.

დელეგაცია ეწვევა თბილისს, მარნეულსა და თეთრიწყაროს და შეხვედრებს გამართავს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროში, პარლამენტში, საკონსტიტუციო სასამართლოში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, სამივე მუნიციპალიტეტში, აგრეთვე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და დიპლომატიურ კორპუსთან. მომხსენებლები შეხვედრებს გამართავენ ასევე საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან (ათეა) და კონგრესში საქართველოს დელეგაციასთან. მათ თან ახლავს პროფესორი ტანია გროპი, ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი (იტალია)"- წერია ინფორმაციაში. 

მსგავსი სიახლეები