ზურაბიშვილი: საქართველო გახდა ნაცრისფერი ზონა, სადაც ყველა სახის ტრანზაქცია ძირითადად, რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე ხდება

23.06.26 17:37
ზურაბიშვილი: საქართველო გახდა ნაცრისფერი ზონა, სადაც ყველა სახის ტრანზაქცია ძირითადად, რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე ხდება

 

 

 

"საქართველო გახდა ნაცრისფერი ზონა სადაც ყველა სახის ტრანზაქცია ხდება ძირითადად, რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე" - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოში დაგეგმილი დებატების წინ ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსთან (ALDE) დისტანციურად საუბრისას განაცხადა.

ზურაბიშვილმა ALDE-ს წარმომადგენლებს უთხრა, რომ ტრანზაქციებს (საუბარია კრიპტოვალუტები, ფულის მაინინგი, რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტი საქართველოს პორტებში) მონიტორინგი ევროპელმა პარტნიორებმა უნდა გაუწიონ.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ინტერვიუში პრიდაპირ თქვა, რომ "ვითარება საქართველოში ისეთივე ცუდია, როგორც ბელარუსში და თითქმის ისეთივე ცუდი, როგორც რუსეთში".

მიუხედავად იმ მძიმე, ინტენსიური ანტიევროპული პროპაგანდისა,  იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს პროევროპულ ორიენტაციას, 71%-ია. ეს იმაზე მეტია, ვიდრე იმ ქვეყნებში, რომლებიც თავს ოფიციალურად პროევროპულად აცხადებენ.
რეჟიმისთვის, ალბათ, სწორედ ეს არის ყველაზე შემაშფოთებელი: რომ მიუხედავად ყველა იმ რეპრესიული კანონისა, რომელიც მათ მიიღეს, ხალხი ინარჩუნებს ამ მიზანდასახულობას ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.
ის, რასაც ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა   მონიტორინგი უნდა გაუწიონ და რაზეც უნდა შეშფოთდნენ, არის ის, რომ საქართველო  გახდა ნაცრისფერი ზონა, სადაც ყველა სახის ტრანზაქცია ხდება, ძირითადად, რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე.  კრიპტოვალუტები, ფულის მაინინგი, რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტი საქართველოს პორტებში და ბევრი სხვა რამ, რასაც ჩვენ აშკარად ვერ ვაკონტროლებთ, მაგრამ რაზეც ჩვენს პარტნიორებს უნდა შეეძლოთ მეტი კონტროლის ქონა.
ვითარება კი ისეთივე ცუდია, როგორც ბელარუსში და თითქმის ისეთივე ცუდი, როგორც რუსეთში - გარდა იმ ფაქტისა, რომ ჩვენ გვყავს ცოცხალი საზოგადოება, რომელიც რეალურად არ ნებდება.
ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირი შეძლებს უფრო ფართო მასშტაბით გამოიყენოს ყველა ის ინსტრუმენტი, რაც ხელთ აქვს, რათა ჰქონდეს მეტი ბერკეტი რეჟიმზე ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც სურს იყოს ევროპული ამ ძალიან დიდი უმრავლესობით და ამის უფლებას არ აძლევს ოლიგარქის პატარა ჯგუფი, რომლებიც ცდილობენ წაართვან ეს ქვეყანა თავის ნორმალურ განვითარებას და დაუმორჩილონ ის რუსულ ინტერესებს".- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები