ნინო წილოსანი იოსელიანს: არ შემეძლო, ეს გამეტარებინა

23.06.26 17:49
ნინო წილოსანი იოსელიანს: არ შემეძლო, ეს გამეტარებინა

პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვისას ნინო წილოსანმა ომბუდსმენს საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასებების გამო უსაყვედურა და ომბუდსმენის განმარტებები მოსთხოვა.

დეპუტატმა იოსელიანს ჰკითხა, რატომ მიიჩნევს სახალხო დამცველი აქციების მონაწილეების მიმართ დაწესებულ სანქციებს არაპროპორციულად და რატომ აკრიტიკებს განმეორებითი სამართალდარღვევისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების პრაქტიკას. 

ბევრ მნიშნელოვან საკითხთან ერთად თქვენ ისაუბრეთ აქციებზე დაკავებულ ადამიანებზე და არ შემიძლო, რომ ეს გამეტარებინა, მიუხედავად იმისა, ვხვდები, რომ ეს ჩვეულებრივად ლიბერალური ტრენდის ნაწილია, რომ ასეთი დავარცხნილი და რაღაცნაირად გულშემატკივარის პოზიდან უნდა გესაუბრათ ამ ყველაფერზე, თუმცა ვერანაირად ვერ ვიღებ თქვენს გულშემატკივრობას დააი, რატომ.

უპირველეს ყოვლისა, მინდა, გამცეთ კითხვაზე პასუხი, იყო თუ არა აქცია მშვიდობიანი, იმიტომ, რომ ის, რომ აქცია იყო ძალადობრივი და მიზნებსაც ისახავდა თავის თავში, ამ ყველაფერმა განაპირობა ის კანონები, რომელიც ჩვენ მივიღეთ, მათ შორის დემონსტრაციების ჩატარებასთან დაკავშირებით და განაპირობა ამ კანონების შებამისი აღსრულება, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს.

რა თქმა უნდა, როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ არაპროპორციული იყო, მაგალითად, ადმინისტრაციული ჯარიმა, აუცილებლად უნდა აგვიხსნათ, თვენ იურისტი ბრძანდებით, ძალიან კვალიფიციური იურისტი, რატომ იყო არაპროპორციული, როდესაც ადამიანი კეტავს გზას, მათ შორის ეს ტროტუარი იქნება თუ ავტომობილების სავალი, უქმნის დისკომფროტს ათობით ათასობით ადამიანს და როდესაც, თქვენ თავადაც კარგად იცით, როგორც იურისტმა, რომ ჯარიმა რაღაც ფორმით იმის პრევენცია უნდა იყოს, რომ ეს დანაშაული ჩაიდინოს ადამიანმა, რატომ იყო ის ჯარიმა არაპროპორციული. და მეორე - თქვენ თქვით, რომ განმეორიბითი დანაშაულის ჩადენისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისრა სასამართლომ. რა თქმა უნდა, სასამართლომ და მათ შორის სამართალდამცვმა იხელმძღვანელა იმ კანონით, რომელიც მივიღეთ ჩვენ. და მე მინდა, თქვენ ამიხსნათ, რატომ იყო განმეორებით ჩადენილი დანაშაულისთვის მიუღებელი პრაქტიკა, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა პირს, რადგან ბევრ სხვა დანაშაულთან მიმართებით სწორედ ასე ხდება. 

ჯამში, თქვენს ანგარიშში, სამწუხაროდ, რომელიც საზოგადოებამაც მოისმინა, თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ თურმე ჩვენ, კანონმდებლებს და მათ შორის სამართალდამცავ უწყებებს, არ გვაქვს უფლება, რომ ვიზრუნოთ მოქალაქეებზე, იმიტომ, რომ კანონის მარტივი განმარტებაა, რომ ჩვენ ვიღებთ კანონებს იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშნელოვანი წესები დავაწესოთ და იმ მოცემულობაში, დამისაბუთეთ, რომ არ იყო მნიშვნელოვანი, რომ რამდენიმე ათეული ადამიანის მხრიდან ტროტუარის თუ სავალი გზის გადაკეტვა დარეგულირებულიყო და ბევრ სხვა ადამიანს არ შექმნოდა ამის გამო დისკომფროტი?, - თქვა ნინო წილოსანმა. 

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ანგარიში წარადგინა.

მოხსენებისას ომბუდსმენმა ყურადღება გაამახვილა აქციებზე დაკავებული მოქალაქეების არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე. ამასთან, ისაუბრა, რომ შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის სახდელები არაპროპორციულია.

მსგავსი სიახლეები