კობახიძემ ევროპული პარტნიორების მხრიდან კრიტიკა ქვეყნის სუვერენიტეტს დაუკავშირა - მძიმე განცხადებები სტრასბურგში დაგეგმილი განხილვის წინ

23.06.26 20:12
კობახიძემ ევროპული პარტნიორების მხრიდან კრიტიკა ქვეყნის სუვერენიტეტს დაუკავშირა  - მძიმე განცხადებები სტრასბურგში დაგეგმილი განხილვის წინ

 

 

ირაკლი კობახიძე ევროპელი პარტნიორების კრიტიკას სუვერენიტეტის საკითხს უკავშირებს. პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ ხელისუფლების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენება საქართველოს სუვერენიტეტის არაღიარებას ნიშნავს. განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ევროპარლამენტმა საქართველოს პარლამენტი გაფართოების საკითხებზე დაგეგმილ საპარლამენტთაშორისო შეხვედრაზე არ მიიწვია.

კობახიძემ ევროპარლამენტი რუსეთის სახელმწიფო დუმას, ხოლო ევროკავშირი საბჭოთა კავშირს შეადარა. მწვავე რიტორიკის ფონზე, "ოცნების" გუნდის ურთიერთობა დასავლელ პარტნიორებთან კიდევ უფრო იძაბება.

იმ დროს, როცა „ქართული ოცნება“ ევროპულ ინსტიტუტებს აკრიტიკებს, ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე საქართველოში არსებულ ვითარებას შემაშფოთებელს უწოდებს და აცხადებს, რომ ქვეყანა ევროპის ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს. ბერსემ მმართველი გუნდი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდანაც გააკრიტიკა.

ხვალ სტრასბურგში საქართველოს შესახებ რეზოლუციას განიხილავენ, ხოლო ბრიუსელში ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნები გაფართოების საკითხებზე იმსჯელებენ. „პირველებთან“ საუბარში ბრიტანელი პარლამენტარი ჯეიმს მაკკლირი აცხადებს, რომ კობახიძის დღევანდელი განცხადებები „წუწუნს“ ჰგავს და აღნიშნავს, რომ საერთაშორისო აღიარების მისაღებად ხელისუფლებამ პარტნიორების რეკომენდაციები უნდა შეასრულოს.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები