გვარაკიძე: 2025 წელს კორუფციულ დანაშაულებზე გამოძიების დაწყების მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა

24.06.26 12:23
გვარაკიძე: 2025 წელს კორუფციულ დანაშაულებზე გამოძიების დაწყების მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა

 

 

2025 წელს საქართველოში სისხლის სამართლებრივი დევნა 25 086 პირს შეეხო, რაც წინა წლებთან შედარებით მკვეთრად გაზრდილი მაჩვენებელია. ამის შესახებ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა. მისი თქმით, გასულ წელს განსაკუთრებით გაიზარდა საჯარო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულებზე დაწყებული გამოძიებების რაოდენობა - 230 საქმეზე დაიწყო გამოძიება, ბრალდება 125 პირს წარედგინა, ხოლო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი 84 პირის მიმართ გამოიტანა. 

2025 წელს მაღალი იყო სისხლის სამართელებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი, რომელიც 25 ათას 86 პირს შეეხო და წინა წლებთან შედარებით მკვეთრი მატებით იყო გამორჩეული. მე ყურადღებას გავამახვილებ საჯარო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დაშანაულებზე. წინა 3 წელთან შედარებით 2025 წელს ყველაზე მაღალი იყო გამოზიების დაწყების მაჩვენებელი და 230-ით საქმით განისაზღვრა, ხოლო ბრალდებულ პირთა რაოდენობა 125 მიაღწია. გაიზარდა სასამართლოს მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანის მაჩვენებელი და მსჯავრი დაედო 84 პირს.

ხაზგასასმელია, რომ 82 ბრალდებული კორუფციული დანაშაულის ჩადენისას დასაქმებული იყო საჯარო სამსახურში, მათ შორის 13 ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას იყო მაღალი თანამდებობის პირი, - განაცხადა გვარაკიძემ. 

მსგავსი სიახლეები