გენერალური პროკურორი ამბობს, რომ კორუფციული დანაშაულების არაერთი საქმე ჯერ კიდევ გამოძიების ქვეშაა

24.06.26 13:18
გენერალური პროკურორი ამბობს, რომ კორუფციული დანაშაულების არაერთი საქმე ჯერ კიდევ გამოძიების ქვეშაა

 

 

გენერალური პროკურორი ამბობს, რომ კოურფციასთან ბრძოლა, ისევე როგორც 2025 წელს, 2026 წელსაც უწყების პრიორიტეტი იქნება. ამის შესახებ მან "პირველების" კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

მისი თქმით, უამრავ საქმეზე გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

კონკრეტულს, რა თქმა უნდა, ვერაფერს გეტყვით, იმიტომ, რომ აქვს ამას თავისი მიზეზები, მიმდინარეობს უამრავ საქმეზე გამოძიება პროკურატურის სისტემაში და სხვა ჩვენს ზედამხედველობის ქვეშ უწყებებში, მაგრამ ერთი მინდწ, დავაფიქსირო. ჩვენი პრიორიტეტი იყო, ზოგადად, 2025 წელს და იქნება 2026 წელსაც კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და შესაბამის შედეგებს მაშინ გაიგებთ, როცა ნაბიჯებს გადავდგამთ. არ აქვს მაღალჩინსანს და დაბალჩინოსანს მნიშვნელობა, ყველა ადამიანი, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, ჩვენ ვაგებინებთ ადეკვატურ პასუხს, - თქვა გვარაკიძემ.