მარიამ მეყანწიშვილის საბოლოო სიტყვა: "თქვენს წინაშე ძალიან ამაყი ვდგავარ"

24.06.26 13:34
 მარიამ მეყანწიშვილის საბოლოო სიტყვა: "თქვენს წინაშე ძალიან ამაყი ვდგავარ"

 "არ მაქვს პოზიტიური განწყობა, რომ არ აღმოვჩნები დღეს საპყრობილეში"- ამის შესახებ ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულმა მარიამ მეყანწიშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

მან მოსამართლეს მიმართა და უთხრა, რომ მის წინაშე ძალიან ამაყი დგას, რადგან მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. 

„მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვებრძოდი უსამართლობას. არ დამიწყია ეს რუსთაველზე. ხაშურში ვცხოვრობდი და ყველაფერს ვაკეთებდი ჩემი ქალაქის დასაცავად. არასდროს არავისთვის დამიხრია თავი არცერთ ეტაპზე.

ასე მასწავლეს ჩემმა მშობლებმა. ძალიან უბრალო ოჯახში გავიზარდე, დედა პედაგოგია, მამა მეხორცედ მუშაობს ბაზარში. ღირსების გარდა ამ ოჯახში მე არაფერი მისწავლია და რუსთაველზე დგომაც ამის გამოძახილი იყო ჩემთვის.

ფარულად და მუხთლურად ჩამწერეს. ადამიანი, რომელსაც ვეხმარებოდი და გაზისგან აცრემლიანებული ჰქონდა თვალები, თურმე მიწერდა. ქართველებზე მე სხვაგვარი წარმოდგენა მაქვს. პრინციპებზე დგას ჩვენი ქვეყანა საუკუნეების მანძილზე. სხვანაირად ვერ გადავრჩებოდით“, — განაცხადა მეყანწიშვილმა. [ნეტგაზეთი]

მარიამ მეყანწიშვილი გირაოს საფუძველზე იმყოფებოდა გარეთ, სანამ საქმე სასამართლოში განიხილებოდა. ქალს  „ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს“.

საჯაროდ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, მის წინააღმდეგ საქმეში დევს მხოლოდ ფარული ჩანაწერი, როდესაც ის აქტივისტებთან საუბრობს და რომელიც ტიკ-ტოკზე გავრცელდა.

მარიამ მეყანწიშვილი 7 წლის შვილის თვალწინ დააკავეს და დაადეს ბორკილები, სანამ მოგვიანებით გირაოთი გამოუშვებდნენ.

პაპუაშვილმა აქტივისტი " შიდა ტერორისტად" მოიხსენია.