გენერალურ პროკურორს "ოცნებამ" არ მისცა საშუალება, ელაპარაკა პოლიცილების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე
გენერალურ პროკურორს "ოცნებამ" არ მისცა საშუალება, ელაპარაკა პოლიცილების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე. გიორგი გვარაკიძემ გაერტიანებული კომიტეტის სხდომაზე სცადა პასუხი გაეცა ოპოზიციის იერ დასმულ კითხვაზე, რატომ არ იქნა მეტი პოლიციელი დაკავებული, რომლებიც მოქალაქეებზე ძალადობასი იქნენ მხილებული.
თუ 6 პირს ვაძლევთ პასუხისგებაში, იქ შეგვეძლო, უფრო მეტიც მიგვეცა, რომ ყოფილიყო დანაშაულის შემადგენლობა, მაგრამ ეს ასე არ იყო. ხელმძღვანელ პირებს რაც შეეხება..., - თქვა გვარაკიძემ.
გვარაკიძეს სიტყვა არჩილ გორდულაძემ გააწყვეტინა.
ბატონო გიორგი, ბოდიშს მოგიხდით, მაგრამ როგორც პარლმენტის წევრს არ აქვს უფლება, რომ დასვას კონკრეტულ საქმეზე და ცალკეულ გარემოებებთან საკითხებზე, ასევე თქვენც ვერ მოგცემთ, ბატონო გიორგი, აღნიშნულისა საშუალებას. ბოდიშს ვიხდი. იმიტომ, რომ მერე დაცვის მხარესაც უნდა მივცეთ საშუალება, რომ ანალოგიური უფლებებით ისარგებლოს. ისევ და ისევ ჩვენ პარლამენტში ვართ და არა სასამართლო სხდომათა დარბაზში, - თქვა გორდულაძემ.
შეგახსენებთ, რომ გენპროკურორმა დღეს პარლამენტში უწყების წლიური ანგარიში წარადგინა.