ნიკოლოზ სამხარაძე ალან გაგლოევის პუტინის მრჩევლად დანიშვნის ფაქტს "სერიოზულად" არ აღიქვამს
რატომ არ აკეთებს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწვავე შეფასებებს ცხინვალში განვითარებულ მოვლენებზე - ეს კითხვა დღეს "პირველებმა" პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს დაუსვა.
სამხარაძე ამბობს, რომ მაისში რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის გაფორმებული შეთანხმება ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ალან გაგლოევის პუტინის მრჩევლად დანიშვნის ფაქტს სერიოზულად არ აღიქვამს და მის განცხადებებს „აბსურდულს“ უწოდებს.
რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული შეთანხმება მაისში ეს, რა თქმა უნდა, არის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი და ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ .წ. შეთანხმებას. რაც შეეხება გაგლოევის დანიშვნას პუტინის მრჩევლად, ისინი ცხინვალს აღიარებენ როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს და წარმოდგინეთ ახლა, რომ დამოუკჯიდებელი სახელმწიფოს პრეზიდენტი გადადგეს პრეზდენტობიდან და სხვა სახელმწიფოს პრეზიდენტს თანაშემწედ თუ მრჩევლად დაუდგეს სამუშაოდ. ეს ხომ სასაცილოც აღარ არის, იმდენად დიდი აბსურდია. აქედან გამომდინარე, გაგლოევის სარკასტული თუ ირონიული ფიგურიდან გამომდინარე, მის განცხადებებზე კომენტარს არც მე და არც მინისტრი არ ვაპირებთ, - განაცხადა სამხარაძემ.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი გადადგა - მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მრჩევლი ხდება.
გაგლოევი ამბობს, რომ გადადის მოსკოვში, რათა "ხელი შეუწყოს სამხრეთ ოსეთის რუსეთთან გაერთიანებას".