კრისტიან დანიელსონი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობდა.
კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ოპოზიციასა და "ოცნებას" შორის მოლაპარაკების პროცესი გაიმართება. დანიელსონი საქართველოში 27 მარტს ჩამოვიდა.