მთავრობა 2026 წელს გამოშვებულ მანქანებს ყიდულობს - რაში სჭირდებათ 47 მილიონის ახალი მანქანები
595 ახალი ავტომობილი 47 მილიონ ლარად - მთავრობა 2026 წელს გამოშვებულ მანქანებს ყიდულობს - 305 პიკაპი, 98 მაღალი გამავლობის სრულად ჰიბრიდული ავტომობილი და კიდევ 192 მანქანა 10-მდე უწყებას გადაეცემა.
გამოცხადებულია 5 ტენდერი - ბიუჯეტი 48 მილიონამდეა. სატენდერო დოკუმენტიდან ირკვევა, რომ შესყიდვას ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ახორციელებს. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო შესაძლო კორუფციული რისკების დასაზღვევად შეიქმნა - ეს იყო ევროკავშირის რეკომენდაციაც, რომ შესყიდვებზე, კონკრეტულ პირებზე მორგებულ ტენდერებსა და სავარაუდო კორუფციულ გარიგებებზე კითხვის ნიშნები მოხსნილიყო.
ვისთვის ყიდულობენ მანქანებს - ახალ ავტომობილებს მიიღებენ სურსათის ეროვნული სააგენტო, შემოსავლების სამსახური, ეროვნული სატყეო სააგენტო, მელიორაცია, სახელმწიფო დაცვის სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, იუსტიციის სამინისტრო. სპეციალური პენიტენციური სამსახური 5 ჰიბრიდულ ავტომობილს ყიდულობს - იუსტიციის მინისტრი ირწმუნება, რომ შენახვის ხარჯები მაღალია, ამიტომ სჯობს,ახალი ავტომობილები შეიძინონ.
რაში იხარჯება ხალხის ფული? - კობახიძე ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ თანხებს რაციონალურად ხარჯავენ, თუმცა, მისი მთავრობის წევრებს პასუხი არ აქვთ, რაში სჭირდებათ ამდენი ავტომობილი.
რაში იყენებენ ხალხის ფულით ნაყიდ მანქანებს? - შაბათის ეთერმა არაერთხელ დააფიქსრა, რომ საჯარო მოხელეები ავტომობილებს პირადი ინტერესებისთვისაც იყენებენ - ამის გამკონტროლებელი კი ექსპერტების რფასებით, არავინ არის.
50 ავტომობილს ყიდულობს შინაგან საქმეთა სამინისტროც - მომსახურების სააგენტოს საგამოცდო ავტომობილების შესაძენად სამ მილიონ ნახევარზე მეტი სჭირდება.