რა უნდა გააკეთოს “ოცნებამ” იმისათვის, რომ ივანიშვილს სანქციები მოეხსნას - რას ამბობს ტრამპის გუნდთან დაალხოებულ ანალიტიკოსი

24.06.26 21:34
რა უნდა გააკეთოს “ოცნებამ” იმისათვის, რომ ივანიშვილს სანქციები მოეხსნას - რას ამბობს ტრამპის გუნდთან დაალხოებულ ანალიტიკოსი

ვის შეყავს ჩიხში საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტაბების ურთიერთობა? ივანიშვილის გუნდს მწვავედ, ამჯერად თეთრ სახლთან დაახლოებული ექსპერტი აკრიტიკებს. ჯეიმს კარაფანო Independence Avenue Media-სთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ამერიკის ინტერესებში საქართველოსთან დაახლოება ნამდვილად შედის, მაგრამ, თუ ოფიციალური თბილისი შემხვედრ ნაბიჯებს არ გადადგამს,  დაუმსახურებლად ვერაფერს მიიღებს.

ჯეიმს კარაფანო, ჰერითეჯ ფაუნდეიშენის პრეზიდენტის უფროსი მრჩეველია და ტრამპის გუნდთან დაალხოებულ ანალიტიკოსად ითვლება ვაშინგტონში. Independence Avenue Media-მ მას ჰკითხა, რა შემთხვევაში შეიძლება შტატებმა მოუხსნა მძიმე ფინანსური სანქციები ბიძინა ივანიშვილს? 

“ამისთვის საჭირო იქნება, რომ საქართველოს მთავრობა გამოვიდეს რეალური პაკეტით, რომელიც მაგიდაზე დადებს რეალურ შედეგებს. აი, რა იქნება საჭირო”, – ამბობს თეთრ სახლთან დაახლოებული კონსერვატორი ექსპერტი.

მისივე თქმით, აშშ არასოდეს მოხსნის სანქციებს მხოლოდ იმის დაპირებით, რომ “ოცნების” წარმომადგნლები უკეთესები იქნებიან, ან უბრალოდ იმიტომ, რომ ლამაზ წერილს გაუგზავნიან პრეზიდენტ ტრამპს.

როგორ შეიძლება ანაკლიაში ამერიკული ინტერესები გამოყენოს ქართულმა ოცნებამ რომ საგარეო პოლიტიკის ფორმირების დროს ტრამპის ადმინისტრაციამ ფსონი ისევ ჩვენს ქვეყანაზე დადოს. 

გავლენიანი ფიგურა ვაშინგტონიდან, იხსენებს სომხეთს და აზერბაიჯანს და ამბობს, რომ მათ სწორედ მიაწოდეს საკუთრი მარშრუტიც და გეგმაც ამერიკის ახალ ადმინისტრაციას, წესით, საქართველომაც იგივე ნაბიჯი უნდა გადადგეს და ანაკლიის პორტი გამოიყენოს დიდი ამერიკული მხარდაჭერის მისაღებად. 

ხატია სამხარაძე დეტალებით - რეპორტაჟი იხილეთ აქ 

მსგავსი სიახლეები