სააფთიაქო ნარკომანიის საქმე - ფარცხალაძის გარემოცვის კვალი კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეში გამოჩნდა

24.06.26 21:20
სააფთიაქო ნარკომანიის საქმე - ფარცხალაძის გარემოცვის კვალი კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეში გამოჩნდა

ათასობით მოქალაქის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნაში ექს გენერალურ პროკურორის გარემოცვა ამხილეს. ოთარ ფარცხალაძის მარჯვენა ხელი მიხეილ ჩოხელი სააფთიაქო ნარკომანიის ქსელის შექმნასა და გავრცელებაშია ბრალდებული. გამოძიების ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ქვეყანაში ფსიქოტროპული მედიკამეტების შემოტანას და რეალიზაციას აკონტროლებდა. ოთარ რომანოვ ფარცხალაძის მარჯვენა ხელი მფარველობდა შავ ბაზარზე "მოვაჭრე" ყველა იმ ფარმაცევტულ კომპანიას, რომელიც ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ურეცეპტედოტ გასცემდა. 

ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ბრალდებული მიხეილ ჩოხელი ქვეყანაში არ იმყოფება, ის ძებნილია. ვიდრე ფინანსური პოლიცია დანაშაულებრივი ჯგუფის წინააღმდეგ მტკიცებულებებს აგროვებდა, ფარცხალაძის მარჯვენა ხელმა ქვეყანა დატოვა. გამოძიება ამტკიცებს, რომ ფართომასშტაბიანი ქსელი, რომელიც ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ გავრცელებას უწყობდა ხელს, ქვეყანაში 2018 დან 2025 წლამდე ხელშეუხებლად მოქმედებდა.

მიხეილ ჩოხელთან ერთად პასუხისგებაში მიეცა კიდევ 2 პირი, რომელმაც თავს გაქცევით გამოძიების მიმდინარეობის დროს უშველა. გაქცეულებს შორის არიან სავარაუდოდ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტიორი კომპანიების ხელმძღვანელები. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ხელბორკილი გამთენიას დადეს ჯანდაცვის სამინისტროს და ფარმაცევტული კომპანიის თანამშრომლებს -დაკავებულია სულ 17 პირი.

სოფო ნიაური დეტალებით - რეპორტაჟი იხილეთ აქ.