"ოცნება" განაგრძობს საქართველოს მოქალაქეების დასანქცირებას" - ლევან სამუშია

24.06.26 23:18
"ოცნება" განაგრძობს საქართველოს მოქალაქეების დასანქცირებას" - ლევან სამუშია

"ქართული ოცნება" განაგრძობს საქართველოს მოქალაქეების დასანქცირებას" - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრმა, ლევან სამუშიამ "TV პირველის" ეთერში განაცხადა

მისი თქმით, ბიძინა ივანშვილის პარტიამ და კორუფციამ ეს ქვეყანა "გამოხრა". 

"ქართული ოცნება" განაგრძობს საქართველოს მოქალაქეების დასანქცირებას - გადასახადები გაძვირდა ქვეყანაში, ჯარიმებმა მოიმატა ქვეყანაში, თბილისის მერია პარკირების გადასახადიდან მილიონებს იღებს. ყოველ დღე მე და ჩემი პარტიის წევრები, ლიდერები დავდივართ შეხვედრებზე მოსახლეობასთან, ხალხი გარბის ქვეყნიდან, იცლება საქართველო, საქართველოს მოქალაქეები გარბიან ქვეყნიდან. [...]

კორუფციამ გამოხრა ეს ქვეყანა, "ქართულმა ოცნებამ" გამოხრა ეს ქვეყანა იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან... არ არის სისტემური კორუფცია, როდესაც თბილისის მერიაში უფასო სასადილოებიდან, ჯერ გვითხრეს, რომ 1 ლარად და 60 თეთრად უნდა იკვებოს ადამიანი ერთი დღე, იქიდანაც კი მილიონებს იპარავდნენ. 

პასუხისმგებლობა კონტროლზე, პასუხისმგებლობა სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების სწორად განკარგვაზე, ვის ეკისრება?..." - ამბობს ლევან სამუშია. 

მსგავსი სიახლეები