"რეზოლუციის ტექსტი ბევრმა ადამიანმა უნდა წაიკითხოს საქართველოში და ნახონ, სად მიგვიყვანა ივანიშვილის რეჟიმმა" - არმაზ ახვლედიანი

24.06.26 22:35
"რეზოლუციის ტექსტი ბევრმა ადამიანმა უნდა წაიკითხოს საქართველოში და ნახონ, სად მიგვიყვანა ივანიშვილის რეჟიმმა" - არმაზ ახვლედიანი

პოლიტიკოსის, არმაზ ახვლედიანის განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ, ცოტა ხნის წინ, დამტკიცებული რეზოლუციის ტექსტი საქართველოშ ბევრმა ადამიანმა უნდა წაიკითხოს და ნახონ, "სად მიგვიყვანა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა". 

  • ცნობისთვის, ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

პოლიტიკოსის თქმით, ახლა ვართ უფსკრულში, ამის ქვემოთ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი ნაბიჯი - "დაიწყოს პროცედურები საქართველოს ევროსაბჭოდან გარიცხვის თაობაზე".

მე საკუთარ თვალებსაც არ დავუჯერე, როდესაც პირველად წავიკითხე რეზოლუციის პროექტი, როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტს უნდა განეხილა და დაემტკიცებინა, რომ  შემდეგ გაგზავნა საპარლამენტო ასამბლეაზე სადღეისო განხილვისთვის და საბოლოო გადაწყვეტილებისთვის იმიტომ, რომ არაფერი მსგავსი მე არ მახსენდება არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში, არამედ არაერთ სხვა პოსტ-საბჭოთა და პოსტ სოციალისტურ ქვეყანასთან დაკავშირებით.

ეს ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ 1999 გავწევრიანდით ევროპის საბჭოში და ევროპის საბჭოს ჰქონდა უზარმაზარი იმედი, როგორც ჩვენ, ქართველ ხალხს საქართველოს ევროპულ, დემოკრატიულ მომავალთან დაკავშირებით და ახლა ვართ უფსკრულში, ამის ქვემოთ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი ნაბიჯი, დაიწყოს პროცედურები საქართველოს ევროსაბჭოდან გარიცხვის თაობაზე. მე ამის წარმოდგენაც კი არ მინდა. 

ევროპის საბჭო დღეს არის ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაცია, დემოკრატიის საკითხებზე, რომლის სრულუფლებიანი წევრია საქართველო. ეუთო, გაერო - იქაც წევრები ვართ, მაგრამ იქ სხვა მანდატია. ევროპის საბჭო არის ერთადერთი ევროპული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის მანდატია დემოკრატია, ადამიანის უფლებები და სამართლის უზენაესობა - სამივე მიმართულებით საქართველო არის ყველაზე ბოლო რიგში ევროპის საბჭოს წევრებს შორის, სამარცხვინო ვითარებაა და სწორედ ეს არის შეფასებული რეზოლუციაში. მე ვფიქრობ, რეზოლუციის ტექსტი ბევრმა ადამიანმა უნდა წაიკითხოს საქართველოში და ნახონ, სად მიგვიყვანა ივანიშვილის რეჟიმმა," - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.