ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა
ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი კი წინააღმდეგი იყო.
რეზოლუციის მიხედვით, საქართველო არ ასრულებს წევრი სახელმწიფოსთვის აღებულ ვალდებულებებს და არსებული სიტუაცია შეუსაბამოა ამ ორგანიზაციის წევრობის მოთხოვნებთან. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გიორგი ბურჯანაძე წერს.
რეზოლუციის მიხედვით საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები არ არსებობს. ასევე საუბარია წამებებზე და მათ გამოუძიებლობაზე, განათლების დეფორმაზე, შეკრების უფლების გაუქმებაზე, პარტიების აკრძალვაზე და დევნაზე, ორგანიზაციების საქმიანობის თავისუფლების შეზღუდვაზე და სხვა საკითხებზე.
რეზოლუცია თხოვს წევრ ქვეყნებს დაიწყონ სახელმწიფოთაშორისი დავა საქართველოს მიმართ და მიმართავს რეკომენდაციით გენერალურ მდივანს გამოიყენოს ევრკონვენციის 52-ე მუხლის მექანიზმი (ეს ყველაზე ძლიერი იარაღია მის ხელთ).
და ბოლოს, ასამბლეამ დაამატა ცვლილებები და დაგმო აფგან სადიგოვის მიმართ განხორციელებული რეპრესიები," - წერს გიორგი ბურჯანაძე.
ცნობისთვის, დღეს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიის სხდომაზე საქართველოს შესახებ დებატები მიმდინარეობს, კენჭი ეყრება რეზოლუციის პროექტს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ მდგომარეობას აფასებს.