სამი ციხეში, ერთი თავისუფლებაზე - რა ხდებოდა სასახლის ღობის სასამართლოზე
ჩემი წამება არ დასრულებულა, ეს სახელმწიფო მკლავს - ამ სიტყვებით მიმართაა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს ემიგრანტმა ნანა სანდერმა, ის დღეს ციხეში 7 წლით გაუშვეს, ეს არის ყველაზე მკაცრი სასჯელი 4 ოქტომბრის საქმეზე. ქალი, რომელიც ემიგრაციიდან აქციებში მონაწილების გამო დაბრუნდა, ამბობს, რომ ციხეში თვითმკვლელობამდე მიჰყავთ.
ნანა სადერი 9 თვის განმავლობაში ყველა პროცესზე ყვებოდა, რომ ქალთა ციხეში მძიმე მდგომარეობაშია. არაადამიანურად ექცევიან და ამცირებენ. საქმის პროკურორი ამტკიცებს, რომ ყველა ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული.
5 წლით ციხეში გაუშვეს მანუჩარ მიქელაძე, მან საპროცესო გარიგებაზე უარი თქვა, ქმედება აღიარა, თუმცა დანაშაული არ მოინანია.
ხმაურის ფონზე სხდომათა დარბაზი დატოვა გიორგი კირვალიძემაც, მან დღეს სასამართლოში ბიძინა ივანიშვილი დაგმო და თქვა, რომ არ სურს საპროცესო შეთანხმება. ახლა საინტერესოა, რას იზამს ბრალდების მხარე? ხელმოწერილ დოკუმენტს გააბათილებენ თუ არა ივანიშვილზე ნათქვამი რეპლიკის გამო.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დარბაზიდან 5 000 ლარიანი გირაოსს სანაცვლოდ გაათავისუფლა მარიამ მეყანწიშვილი. მას 5 წლამდე პატიმრობა 1 ვიდეოს გამო ემუქრებოდა. მეყანწიშვილი განაჩენს მცირეწლოვან ბავშვთან ერთად სასამართლოს დარბაზის ეზოში ელოდა.
უახლოეს დღეებში საერთაშორისო ძებნა გამოცხადება ანტონ უპერზე, ქვეყნის შიგნით მას უკვე 9 თვეა ეძებენ. დღეს სასამართლომ სასახლის ღობის საქმეზე ციხეში სულ 15 პირი გაუშვა, პირობები სხვადასხვაა, თუმცა ადვოკატები ამბობენ, რომ საქმე ერთი ხელწერით შეკერილია და მტკიცებულებები არ დევს.
რა დევს საქმეში აბო ნავერიანის წინააღმდეგ რომელიც დღეს ციხეში 5 წლით გაუშვეს? ადვოკატები და მეგობრები ამბობენ რომ ფოტოზე რომელიც საქმეში ჩადეს სულ სხვა პიროვნება ჩანს.