ცხინვალის რუსეთთან მიერთების გეგმა? - რატომ დუმს ოფიციალური თბილისი

24.06.26 21:36
ცხინვალის რუსეთთან მიერთების გეგმა? - რატომ დუმს ოფიციალური თბილისი

სასაცილო და აბსურდული  - ეს რეაქცია აქვს "ქართულ ოცნებას" რუსეთს ანექსიურ პოლიტიკასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.  მაშინ როდესაც რუსეთი ცხინვალის რეგიონში  საკუთარ გავლენებს კიდევ უფრო აძლიერებს, პარლამენტში საგარეო ურთიერთობებზე პასუხისმგებელი მთავარი პირი  თავს არიდებს მთავარ კითხვას, რატომ დუმს საგარეო საქმეთა სამინისტრო, როდესაც კრემლიდან ღიად ისმის განცხადებები, ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ. 

ვიდრე "ქართული ოცნება" დუმს, რუსეთი სულ უფრო წინ მიიწევს. ცხინვალის რეგიონში იურიდიულად უკვე ყველაფერი მოგვარებულია, კანონმდებლობა შეცვლილია და ე.წ პრეზიდენტის ადგილი უკვე დაიკავა რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვმა. ჩნდება კითხვა, ვისი იმედი აქვს ქართულ ოცნებას, როდესაც რუსეთი საქართველოს ისტორიული ტერიტორიების ანექსიას ახდენს, როდესაც ყველ სტრატეგიულ პარტნიორთან დაპირისპირებაში შევიდა. 

 სამხრეთ ოსეთის ე.წ პრეზიდენტობიდან, რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლობამდე - ალან გაგლოევმა ახალ პოსტზე დანიშვნისთანავე თქვა, რომ დადგა დრო ოსი ხალხი რუსეთის ფედერაციის შეუერთდეს.

დეტალები ხატია სამხარაძის რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები