"არ ვიცი, ვფიქრობ [ვუჩივლო თუ არა თეა წულუკიანს სასამართლოში]" - სალომე ზურაბიშვილი
"ვფიქრობ" - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა არ იცის უჩივლებს თუ არა სასამართლოში თეა წულუკიანს პატივისა და ღირსების შელახვისთის. ამის შესახებ მან Facebook Live-ში განაცხადა, სადაც მოქაქეების კითხვებს პასუხობს.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" წევრმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში სალომე ზურაბიშვილის წინაპარი ფაშისტების მოკავშირედ მოიხსენია.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, თეა წულუკიანს არ ესმის, თუ რა მდგომარეობა იყო ქართულ ემიგრაციაში მეორე მსოფლიო ომის დროს.
არ ვიცი, ვფიქრობ [ვუჩივლო თუ არა თეა წულუკიანს სასამართლოში], არც ვიცი ღირს თუ არ ღირს ამ ადამიანთან რამე ჩივილის შეტანა, ახლა ჩვილი უფრო ალბათ იმაზე არის, რომ ხომ უნდა დაიცვა რაღაცნაირად ის ადამიანები, რომლებიც აღარ არიან, სხვათა შორის ეს არ ეხება მხოლოდ ჩემ ერ ბიძას, პრაქტიკულად, მე რაც პოლიტიკაში შემოვედი ამ ქვეყანაშ არ არსებობს ჩემი წინაპრებიდან, თუ ოჯახიდან არავინ, ვინც არ იქნება გალანძღული. ასე, რომ ვიტყოდი ეს არის ძალიან სამწუხარო ზოგადად ქვეყნისთვის, ახალგაზრდებისთვის - რას უყურებენ და როგორ უყურებენ ამას. ამიტომ, ამის მიმართ მაქვს ძალიან დიდი წუხილი, რომ ასეთ ქვეყანაში, ასეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც არ არის არაფრისთვის საზღვარი, სადაც ჩერდები და იმის იქით არ მიდიხარ, ეს ერთი.
მეორე რაც უნდა ითქვას ამ საკითხზე არის ის, რომ როგორც ჩანს, თეა წულუკიანს არაფერი არ ესმის იმისი, თუ რა იყო მდგომარეობა ქართულ ემიგრაციაში მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა ქართული ემიგრაცია იყო რეალურად ორად გაყოფილი იმ ადამიანებთა შორის, რომლებიც თვლიდნენ, რომ ყველაზე დიდი ბოროტება იყო ზოგადად ტოტალიტარიზმი, გერმანული თუ საბჭოთა, ერთნაირად უყურებდნენ ორივეს და თვლიდნენ, რომ ერთი მეორესგან ვერ გადაგარჩენს და მეორე ნაწილი, ამ ემიგრაციის საზოგადოების, რომელიც თვლიდა, რომ ბოლო იმედი შეიძლება ყოფილიყო, რომ გერმანელები დაამარცხებდნენ საბჭოთა კავშირს და მერე საქართველო თავის თავს მონახავდა. ეს მეორე ნაწილი ემიგრაციის, რომელსაც ეკუთვნოდა ორივე ბიძა, მიშა კედიამ შეაჩერა ეს საქმიანობა და გადმოიტანა იმაზე, რომ ქართველი ებრაელები გადაერჩინათ ამ ოკუპაციის პერიოდში, მაგრამ შეაჩერეს მას მერე, რაც ადგილზე იყვნენ და დაინახეს გერმანელები როგორ ეპყრობოდნენ უკრაინელებს..." - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.