"გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები" - ემანუელ ზინგერისის მიმართვა ივანიშვილს

24.06.26 20:20
"გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები" - ემანუელ ზინგერისის მიმართვა ივანიშვილს

 

 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატის, ემანუელის ზინგერისის განცხადებით, დღეს, დებატების დროს ისინი საუბრობენ ქვეყანაზე, რომელიც პოლიტიკური პატიმრებით არის გადავსებული და "რომელიც ერთი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის ხელშია მოქცეული". 

დეპუტატმა ბიძინა ივანიშვილს მიმართა და მოუწოდა გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები. 

მისი თქმით, დემოკრატიული განვითარების პროცესში საქართველო ერთ დროს გამორჩეული მაგალითი იყო, ახლა კი ტოტალური  გავლენების გაძლიერებას ვხედავთ. 

დემოკრატიული განვითარების პროცესში საქართველო ერთ დროს გამორჩეული მაგალითი იყო. ახლა კი ვხედავთ ტოტალიტარული გავლენების გაძლიერებას. მინდა მოვუწოდო საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს ყველა პირი, რომელიც თვითნებურად არის დაკავებული და ბოლო მოუღოს დაუსჯელობას სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი დარღვევების შემთხვევაში, მათ შორის მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების ფაქტებზე.

მინდა ჩამოვთვალო პოლიტიკური პატიმრები. ლევან ხაბეიშვილი, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, მიხეილ სააკაშვილი, და კიდევ მრავალი, მრავალი სხვა.

ამრიგად, დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომელიც პოლიტიკური პატიმრებით არის გადავსებული და რომელიც ერთი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის ხელშია მოქცეული.

ჩვენ გვსურს მივმართოთ ბატონ ივანიშვილსაც და ვუთხრათ გაათავისუფლეთ ისინი.

ჩვენ თითქმის ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებს ვეუბნებოდით, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ჩვენს შორის არ უნდა იყვნენ მანამ, სანამ ისინი არ შეასრულებენ იმ საშინაო დავალებებს რომლებიც ჩვენ დავუსახეთ. საქართველოს ხელისუფლებას არც ერთი გადაწყვეტილება არ შეუსრულებია. ამიტომ ჩვენ მკაცრად ვგმობთ იმ კანონმდებლობას, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო სივრცესა და მედიის თავისუფლებას, და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გააუქმოს ყველა ანტიდემოკრატიული კანონი.

სასამართლო სისტემა კვლავ პოლიტიკურად გამოიყენება, რადგან ხელისუფლება არაპროპორციულად აშინებს და დევნის ადამიანის უფლებათა დამცველებს ჟურნალისტებს, მედიის წარმომადგენლებსა და აკადემიური წრის წევრებს.

და ბოლოს, ირანის საკითხზე. ერთ-ერთი ინსტიტუტის კვლევის თანახმად, ირანის გავლენა იზრდება. ეს საკითხიც კვლავ უნდა შეფასდეს და უნდა განვიხილოთ," - განაცხადა ემანუელის ზინგერისმა

ცნობისთვის, დღეს, ასამბლეის საზაფხულო სესიის სხდომაზე საქართველოს შესახებ დებატები მიმდინარეობს, კენჭი ეყრება რეზოლუციის პროექტს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ მდგომარეობას აფასებს.

მსგავსი სიახლეები