"საქართველოში საჭიროა ძლიერი პოლიტიკური დებატები და კონკურენცია" - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატი
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი დეპუტატის განცხადებით, საქართველოში საჭიროა ძლიერი პოლიტიკური დებატები და კონკურენცია.
საქართველოს შესახებ დებატების დროს მან აღნიშნა, რომ იმის ნაცვლად, რომ საქართველოს პოლიტიკის ყველა მხარე დაუღალავად მუშაობდეს ძლიერი დემოკრატიისთვის, პოზიტიური განვითარებისთვის, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების პატივისცემის სასარგებლოდ, პოლიტიკოსები ერთმანეთთან ბრძოლაში არიან ჩართულნი.
პოლიტიკა იყო და კვლავაც რჩება მოწამლული.
იმის ნაცვლად, რომ საქართველოს პოლიტიკის ყველა მხარე დაუღალავად მუშაობდეს ძლიერი დემოკრატიისთვის, პოზიტიური განვითარებისთვის, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების პატივისცემის სასარგებლოდ, პოლიტიკოსები ერთმანეთთან ბრძოლაში არიან ჩართულნი.
და ეს არასწორი მიზეზებით ხდება. ძლიერი პოლიტიკური დებატები და კონკურენცია ძალიან საჭიროა. სამწუხაროდ, ქართველი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი საპირისპირო მიმართულებით მოქმედებს. ამ მომენტში ისინი, ვინც ხელისუფლებას უჭერენ მხარს, ძალიან ხშირად თვალს ხუჭავენ ოპოზიციური პარტიების მხრიდან ჩადენილ მძიმე გადაცდომებზე. სიტყვის თავისუფლება, თავისუფალი არჩევნების უფლება და საზოგადოების თავისუფლად მოქმედების უფლება არასათანადო ზეწოლის ქვეშ იმყოფება.
მიუღებელია, როდესაც პოლიტიკოსები ციხეში იმყოფებიან, მაშინ როდესაც ისინი პარლამენტში, საჯარო დებატების სივრცეში უნდა იყვნენ.
ამავე დროს, რამდენიმე ოპოზიციური ძალა მეტისმეტად არის დაკავებული მხოლოდ იმით, რომ ყველაფერში ხელისუფლება დაადანაშაულოს.
თუმცა ავიწყდებათ, რომ მათი ადგილი იმ ინსტიტუტებშია, სადაც მათ შეუძლიათ და ვალდებულნიც არიან იმუშაონ.
პარლამენტის ბოიკოტს აზრი არ აქვს და როგორც წესი არც საქართველოს მოქალაქეებსა და საზოგადოებას ეხმარება.
ჩვენ გვინდა ზეწოლა მოვახდინოთ ყველა პოლიტიკოსზე, რათა მათ იმაზე უკეთ იმოქმედონ, ვიდრე ახლა მოქმედებენ.
მინისტრთა კომიტეტმა უფრო სწრაფად და უფრო მკაცრად უნდა იმოქმედოს, რადგან ამ ეტაპზე ის საკმარისად ეფექტიანი არ ჩანს.
მინისტრთა კომიტეტმა, საპარლამენტო ასამბლეასთან ერთად, უნდა დაიწყოს დამატებითი პროცედურის გამოყენება, რათა ხელისუფლება აიძულოს სათანადოდ მოიქცეს, თუ საქართველოს სურს აქ დარჩენა.
ჩვენ ასევე უნდა მოვითხოვოთ, რომ საქართველოს პარლამენტმა ჩვენს ასამბლეაში სრულუფლებიანი დელეგაცია გამოგზავნოს, რათა აქ ყველა საკითხზე ყველა პოლიტიკურ ძალასთან ერთად შეგვეძლოს მსჯელობა.
როგორც უკვე ვთქვი, საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ ფუნქციონირებად პოლიტიკურ სისტემას, რომელიც მთელი საზოგადოების ინტერესებს ემსახურება," - განაცხადა მან.
ამის შესახებ დეპუტატმა კენჭისყრამდე ევროსაბჭოში დებატების დროს განაცხადა.