"მზად უნდა ვიყოთ მიზნობრივი სანქციების დასაწესებლად" - ჯეიმს მაკკლირი
"მზად უნდა ვიყოთ მიზნობრივი სანქციების დასაწესებლად" - ამის შესახებ ჯეიმს მაკკლირმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიზნობრივი სანქციები უნდა დაუწესდეთ მათ, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიულ კოლაფსზე საქართველოში - "დაწყებული ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილით და გაგრძელებული იმ პირებით ვინც აგრძელებს მის პოლიტიკას".
საქართველო არ არის მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის წინაშე, არამედ საგანგებო მდგომარეობის წინაშეა.
ქართველმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა, საით სურთ, რომ წავიდეს მათი ქვეყანა. მათ სურთ დემოკრატია, კანონის უზენაესობა, თავისუფალი არჩევნები და ანგარიშვალდებული ინსტიტუტები. მაგრამ ხელისუფლებამ განსხვავებული გზა აირჩია.
მან დაუშვა რომ საქართველო გამოყენებულიყო როგორც უკანა კარი რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლისთვის. ოპოზიციის ლიდერები დააპატიმრეს, დემონსტრანტებს სცემეს.
და ელენე ხოშტარია დააკავეს იმის გამო, რომ ბანერზე დაწერა "რუსული ოცნება".ეს არის იმ მთავრობის ქცევა, რომელსაც ხალხის ეშინია. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მიზნობრივი სანქციების დასაწესებლად იმ პირების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ამ დემოკრატიულ კოლაფსზე დაწყებული ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილით და გაგრძელებული იმ პირებით ვინც აგრძელებს მის პოლიტიკას.
და არასოდეს უნდა ავურიოთ ერთმანეთში საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი. ქართველმა ხალხმა ევროპაზე უარი არ თქვა. ჩვენ არ უნდა ვთქვათ უარი მათზე," - თქვა ჯეიმს მაკკლირმა.
ამის შესახებ დეპუტატმა კენჭისყრამდე ევროსაბჭოში დებატების დროს განაცხადა.