"ოცნებამ" ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით მართლმსაჯულების სისტემა რეპრესიის იარაღად აქცია" - ევროსაბჭოს დეპუტატი
"ოცნებამ" ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით მართლმსაჯულების სისტემა ოპოზიციური პარტიებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიის იარაღად აქცია" - ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატმა განაცხადა.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ ასამბლეამ უნდა უზრუნველყოს, რომ პოლიტიკური პატიმრების ხმა მთელ კონტინენტზე კვლავ ისმოდეს.
მისი თქმით, ვალდებულებების შესრულების გარეშე საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის გაღრმავება შეუძლებელია და "არც უნდა მოხდეს".
"ქართულმა ოცნებამ", მმართველმა პარტიამ ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით აქცია მართლმსაჯულების სისტემა ოპოზიციური პარტიებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიის იარაღად.
სახელმწიფოს ძირითადი ინსტიტუტები, იმის ნაცვლად, რომ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოები იყვნენ გამოიყენებიან განსხვავებული აზრის ჩასახშობად, სამოქალაქო აქტივიზმის შესაზღუდად და დამოუკიდებელი მედიის დასასჯელად პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის, ცენზურისა და პატიმრობის გზით.
დაპატიმრებული ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების სია სულ უფრო იზრდება.
მზია ამაღლობელი, საბა ჯიქია და საბა სხვიტარიძე, ელენე ხოშტარია ოთხი შვილის დედა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც უკიდურესად მძიმეა და მოკლებულია იმ სამედიცინო დახმარებას, რომელიც სჭირდება.
ამ სახელების მიღმა კიდევ ათობით და ათობით ადამიანი დგას, ამ ასამბლეამ უნდა უზრუნველყოს, რომ მათი ხმა მთელ კონტინენტზე კვლავ ისმოდეს.
რეპრესიები უნდა შეწყდეს, ყველა პოლიტიკური პატიმარი უნდა გათავისუფლდეს და უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.
ამ ვითარებაში, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ლონდონში დაფუძნებული ბინძური ფულის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით და თავიდან აიცილოს ბრალდებები, რომ იგი ქართველი ხალხის ჩაგვრის თანამონაწილეა.
ასევე აბსოლუტურად აუცილებელია, რომ ევრო საბჭომ წარსულის შეცდომებიდან ისწავლოს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს საერთო გაგებას, რომ ევროპის საბჭოს წევრობა პრივილეგიაა, რომელსაც თან ახლავს როგორც უფლებები, ისე ვალდებულებები.
ამიტომ ვალდებულებების შესრულების გარეშე საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის გაღრმავება შეუძლებელია და არც უნდა მოხდეს," - განაცხადა დეპუტატმა.
ამის შესახებ დეპუტატმა კენჭისყრამდე ევროსაბჭოში დებატების დროს განაცხადა.