ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი კვლავ არ შეუშვეს - გიგა ლემონჯავა

24.06.26 22:15
ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი კვლავ არ შეუშვეს - გიგა ლემონჯავა

 „დროას“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ლემონჯავა აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფ ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმის დაშვებას პენიტენციური სამსახური „ხელოვნურად აჭიანურებს“.

„მიუხედავად იმისა, რომ მათ შეიტანეს განცხადება მითითების შესაბამისად, დღეს მეორე ნახევარში მივიღეთ პასუხი იმის შესახებ, რომ რაღაც დამატებითი დოკუმენტაციაა საჭირო იმისთვის, რომ მკურნალმა ექიმმა მოინახულოს ელენე ხოშტარია.

ეს არის პროცესის შეგნებული გაჭიანურება და იმ მიდგომის გაგრძელება, რასაც ამ დროის განმავლობაში პენიტენციური სამსახური და რეჟიმი იყენებს ელენე ხოშტარიას მიმართ“, - განაცხადა მან.

„მათთვის სულერთია ელენეს გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა. მათ დაარღვიეს თავიანთივე პირობა მკურნალი ექიმის დაწესებულებაში დაშვების შესახებ“, - თქვა გიგა ლემონჯავამ.