მორიგი კრიტიკული რეზოლუცია საქართველოს შესახებ - ოპოზიცია პასუხისმგებლობას "ოცნებას" აკისრებს
ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანშვილს და "ქართულ ოცნებას" აკისრებენ.
პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, რეალობა, რომელშიც დღეს საქართველოა, "ქართულმა ოცნებამ" შექმნა.
ამასთან ანა ბუჩუკურმა ყურადღება გაამახვილა რეზოლუციის ტექსტზე, სადაც წერია, რომ "ოცნება" სტრასბურგის გადაწყვეტილებას 20 ივნისის საქმეზე მიზანმიმართულად არასწორი ინტერპრეტაციით იყენებს.
ეს რეალობა შექმნა "ოცნებამ" ამ რეალობაზე 100%-იანი პასუხიმგებლობა ეკისრება "ოცნებას", რომელმაც საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა თავად გააჩერა 2025 წლის იანვარში.
ძირითადად ანგარიშში საუბარია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე, კრიტიკული, განსხვავებული აზრის ფაქტობრივ მოსპობაზე ქვეყანაში, არაკონსტიტუციურ, გაუმართლებელ, მჩაგვრელ კანონმდებლობაზე, პოლიტიკურ პატიმრებზე.
ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერი ამ ანგარიშში გახლავთ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით - კერძოდ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ შავით თეთრზე თქვა, რომ "ოცნება" სტრასბურგის გადაწყვეტილებას 20 ივნისის საქმეზე მიზანმიმართულად, სპეციალურად არასწორი ინტერპრეტაციით იყენებს," - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის თქმით, რეზოლუციები ევროკავშირის პოლიტიკის შემუშავებაზე ახდენს გავლენას და მოქმედებს იმაზე, თუ რა პოზიციას დაიკავებენ ევროკაშირის წევრი ქვეყნები საქართველოსთან მიმართებაში.
რეზოლუციები, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იქნება, თუ ევროპარლამენტი იქნება, საბოლოო ჯამში, ეს ახდენს გავლენას ევროკავშირის პოლიტიკის შემუშავებაზე. ეს ახდენს გავლენას კონკრეტული ერვოკავშირის წევრი ქვეყნები რა პოზიციას დაიკავებენ საქართველოსთან მიმართებაში, ამიტომაც გავლენა ექნება. კარგი არ ექნება, ცხადია.
ივანიშვილი არ ხელმძღვანელობს იმით, რა არის კარგი ამ ქვეყნისთვის, ხელმძრვანელობს იმით, რა არის კარგი მისი უსაფრთხოებისთვის და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, ამიტომ რამე გავლენა ამას არ ექნება, ასეთი რეზოლუციები ჩვენ გვინახავს ბევრი და ამას არ შეუძლია "ოცნებისთვის" არაფერი, გააგრძელებენ იმას, რასაც აკეთებენ, სანამ არ ჩამოიშლებიან, სანამ არ დაკარგავენ ძალაუფლებას," - თქვა ზურა ჯაფარიძემ.
- ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა