"ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, 20 ივნისის საქმეზე სრულად ჩამოშალა "ოცნების" პროპაგანდა - ბერდია სიჭინავა

25.06.26 14:12
"ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, 20 ივნისის საქმეზე სრულად ჩამოშალა "ოცნების" პროპაგანდა - ბერდია სიჭინავა

 

 

PACE-ის მიერ მიღებული რეზოლუცია ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული საერთაშორისო პოლიტიკური შეფასებაა, რომელიც ღიად ადასტურებს ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლას, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და კრიტიკული მედიის დევნას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს „ოცნების“ მზაობას, შეასრულოს ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებები - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის ერთ-ერთი ლიდერმა, პარტიის  აღმასრულებელმა მდივნმა,ბერდია სიჭინავამ განახადა. 

მისივე თქმით, "ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, 20 ივნისის საქმეზე სრულად ჩამოშალა "ქართული ოცნების" პროპაგანდა. 

გუშინ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, PACE-ის მიერ მიღებული რეზოლუცია ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული საერთაშორისო პოლიტიკური შეფასებაა, რომელიც ღიად ადასტურებს ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლას, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და კრიტიკული მედიის დევნას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს „ოცნების“ მზაობას, შეასრულოს ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებები. 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, 20 ივნისის საქმეზე სრულად ჩამოშალა პროპაგანდა, რომლითაც „ოცნება“ ცდილობდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება გიორგი გახარიას წინააღმდეგ განხორციელებულ პოლიტიკურ მართლმსაჯულებაში სამართლებრივ არგუმენტად გაესაღებინა, თითქოს სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გიორგი გახარიას წინააღმდეგ არის მიმართული.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ , იმ ორგანიზაციის, რომლის მინისტრთა კომიტეტიც ზედამხედველობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას, მიღებულ რეზოლუციაში თქვა, რომ „საქართველოს ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არასწორი კუთხით გამოიყენა საკუთარი ქმედების გასამართლებლად, ბრალი დაედო ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის - გახარიასთვის, რომელიც ამ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო“.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა პირდაპირ მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ არა ევროპული კონვენციით აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვის, არამედ პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივი დევნის გასამართლებლად გამოიყენა.

ყველა ასეთი საერთაშორისო პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება, კიდევ უფრო ამძიმებს „ოცნების“ პოლიტიკურ მდგომარეობას, მათ შორის იმ ადამიანების პერსონალურ პასუხისმგებლობას, რომელთაც „ოცნება“ ამ უკანონო/დანაშაულებრივ პროცესებში ინსტრუმენტად იყენებს.


 

მსგავსი სიახლეები