ზურაბიშვილის მეტსახელიც მინდა გავხსენო - სტრიკაზა - ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნების" ლიდერი, ირაკლი კობახიძე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს დღეს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა.
კობახიძის პასუხი სალომე ზურაბიშვილის შეფასებას მოჰყვა. ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ "ქართული ოცნება შექმნილია რუსეთის გეგმით".
"თქვენ კარგად იცით, ვინ არის სალომე ზურაბიშვილი. მისი მეტსახელიც მინდა გავხსენო - სტრიკაზა. სტრიკაზა არ უნდა ლაპარაკობდეს სხვებზე. ეს არის ერთადერთი რაზეც შემიძლია გითხრათ აბსოლუტურად უინტერესოა ეს ადამიანი ჩვენთვის"- თქვა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან .