“თავისუფლების მოედანი“ ახალ ადგილს კი არ ეძებს, ქმნის ახალ სივრცეებს - ცუცქირიძე

25.06.26 19:27
 “თავისუფლების მოედანი“ ახალ ადგილს კი არ ეძებს, ქმნის ახალ სივრცეებს - ცუცქირიძე

 

 

 

“თავისუფლების მოედნის“ ლიდერის, ლევან ცუცქირიძის თქმით, მიუხედავად იმის, რომ ისინი ოპოზიციის ალიანსში არიან, პარალელურად აგრძელებენ ახალი პარტნიორების მოძებნას და ახალი სივრცის შექმნას.

როგორც მან დიანა ტრაპაიძის “დღის ამბებში“ განაცხადა, ალიანსში გაწევრიანება მათ არ უზღუდავთ თავისუფლებას, ასევე სხვა ჯგუფებთან კოორდინაციას, კომუნიკაციას და  თანამშრომლობას.

 “თავისუფლების მოედანი“ ახალ ადგილს კი არ ეძებს, ქმნის ახალ სივრცეებს - განაცხადა ცუცქირიძემ. 

“თავისუფლების მოედანს“ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია კოორდინაცია, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან. ალიანსში გაწევრიანება ჩვენ არ გვიზღუდავს თავისუფლებას, ასევე სხვა ჯგუფებთან კოორდინაციას, კომუნიკაციას, თანამშრომლობას. ჩვენ ახალ პარტნიორებსაც მოვძებნით, რადგან გვჭირდება მაქსიმალური მობილიზიცია ეროვნული ენერგიის, რადგან ამ ანტიქართულ “ოცნებას“  გამოვგლიჯოთ სახელმწიფო ხელიდან.  ახალ ადგილს კი არ ეძებს, “თავისუფლების მოედანი“ ქმნის ახალ სივრცეებს, ჩვენ სხვა პარტნიორებთან ერთად, თანამშრომლობისა და განვითარებისთვის. ამიტომ, ჩვენ ურთიერთობა და კოორდინაცია გვექნება ალიანსის წევრებთან, ასევე სხვა, ახალ პოლიტიკურ გაერთიანებებთან, ჯგუფებთან თუ საზოგადოებრივ მოძრაობებთან, - განაცხადა ცუცქირიძემ.