ხალხის ფულის შესაძლო გაფლანგვის საქმე - პროკურატურა მინიმუმ 17 ქეისს იძიებს

25.06.26 20:35
ხალხის ფულის შესაძლო გაფლანგვის საქმე - პროკურატურა მინიმუმ 17 ქეისს იძიებს

 

 

პროკურატურაში ახლა სახელმწიფო აუდიტიდან გაგზავნილი 17 საქმეა - საქმე 80 მილიონს ეხება. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, კანონიერად დაიხარჯა თუ არა ხალხის ფული. ხობი, ქუთაისი, გორი, ბოლნისი , ხელვაჩაური - ამ ქალაქების მმართველ უწყებში შემოწმების შემდეგ ისეთი დარღვეები იპოვეს, რომ საქმე მხოლოდ კრიტიკული დასკვნით დაწერით არ შემოიფარგლა და მასალები პროკურატუში წავიდა.

გვარაკის უწყებაში დევს ეკონომიკის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდის და საჯარო სკოლების მშენებლობის საქმეები. გენერალურმა აუდიტორმა დღეს პარლამენტში თქვა, რომ 17 საქმიდან 13-ზე ახალი სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 36 მლნ-ზე მეტის დარღვევები აღმოაჩინეს, აქედან 11 მლნ კი ბიუჯეტში დააბრუნეს. გაიცა 3000-ზე მეტი რეკომენდაცია, მაგრამ რატომ არ ჩანან ფულის გაფლანგვაზე პასუხისმგებელი პირები? ეს კითხვა ჰქონდა ოპოზიციას გიორგი გაბიტაშვილთან.  აღმოჩნდა, რომ მუნიციპალიტეტებში რეკომენდაციების სრულად მხოლოდ 36 პროცენტი შეასრულეს. გენერალური აუდიტორი ამბობს, რომ არ შეუძლია, ვინმეს მდგომარეობის გამოსწორება აიძულოს, ამიტომ ახალ ბერკეტებს ითხოვს.

პროკურატურა სწავლობს ეკონომიკის სამინისტროს შესახებ დასკვნას, 2023 წლამდე - ანუ ლევან დავითაშვილის მინისტრობის პერიოდს. გამოძიების ხელშია სამშენებლო სამუშაოების საქმე. ოპოზიციამ დღეს პარლამენტში მისულ გიორგი გაბიტაშვილს შეახსენა, რომ აქამდე მის ხელში იყო პროკურატურა, მაგრამ ოთარ ფარცხალაძის საქმეც კი ვერ გამოიძია.

აუდიტის სამსახური ბიუჯეტის ხარჯვის მთავარი მაკონტროლებელია, თუმცა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ოპოზიცია მის მიმართ ნდობას. გენერალური აუდიტორი ყოფილი გენერალური პროკურორია, რომელსაც დღეს ბევრჯერ მოუწია საკუთარი წარსულის და იმის მოსმენა, რომ სანქცირებულია ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევაზე თვალის დახუჭვის გამო.

დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.