ის, რაც უნდა ამ ბანდას, არ მოხდება - გია ბარამიძე იმედოვნებს, რომ საქართველოს ევროსაბჭოდან არ გარიცხავენ
ევროსაბჭოდან გარიცხვის საფრთხე - გია ბარამიძე არ გამორიცხავს, რომ “ოცნების“ პირობებში ეგ საკითხიც დადგეს, თუმცა აცხადებს, რომ პროცედურულად ჯერ შორს არის.
ენმ -ის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ის იმედოვნებს, რომ ევროპის საბჭო ამ ნაბიჯს არ გადაგამს, რადგან ქართული საზოგადოება აღნიშნულ პლატფორმას იყენებს სამართლიანობის მისაღწევად.
ბარამიძე იმედოვნებს, რომ ევროპული საბჭო ქართულ საზოგადოებას ასე არ გაწირავს.
ვისურვებდი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ევროპის საბჭომ ეს ნაბიჯი არ გადადგას. ამ პლატფორმას ქართული საზოგადოება იყენებს და შესაბამისად, საზოგადოების წარმომადგენელი პოლიტიკური პარტიები, ვისაც გვეძლევა საშუალება, რომ იქ ვიმუშაოთ. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია, რომ იმის იმედი მაინც გაქვს, რომ რაღაც სასამართლო საკითხებზე, ბოლო-ბოლო წახვალ სტრასბურგში და იქ მაინც იპოვი სამართალს. მათ კარგად იციან, რომ ქართული საზოგადოება ფუნდამენტურად ევროპული საზოგადოებაა. ანუ საქართველო ის კი არ არის, რომ ვიღაცამ სადღაც უნდა მიიღო, საქართველო არის ერთ-ერთი დამფუძნებელი ერი ევროპული ცივილიზაციის. ამიტომ, ასე არ გაგვწირავენ, მაგრამ ის, რაც უნდა ამ ბანდას, ის ნამდვილად არ მოხდება. რაც აქვს ევროკავშირთან, ამერიკასთან მიმართებაში - მიგვიღე და აგვიტანე ისეთი, როგორიც ვართ და გვეთანამშრომლე. ევროკავშირი უფრო მწვავედ რეაგირებს ამაზე, თუმცა, როგორც ვნახეთ რეზოლუციაში, არც ევროპის საბჭოს ასამბლეა აკლებს ამ რეჟიმს და ძალიან მკაფიოდ ლაპარაკობენ,რაც არის რეალობა, რომ ეს რეჟიმი არის რუსეთზე მომუშვე, დიქტატორული, ატერორებს პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობოებს, მედიებს და რიგით მოქალაქეებს, - განაცხადა ბარამიძემ.