“ოცნება“ ჭრის ყველა ტოტს, რომელზეც საქართველოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება და უსაფრთხოებაა დაკავშირებული - ჩიხრაძე

25.06.26 22:18
“ოცნება“ ჭრის ყველა ტოტს, რომელზეც საქართველოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება და უსაფრთხოებაა დაკავშირებული - ჩიხრაძე

“ოცნება“ ჭრის ყველა ტოტს, რომელზეც საქართველოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება და უსაფრთხოებაა დაკავშირებული - ჩიხრაძე

“ოცნება“ ჭრის ყველა ტოტს, რომელზეც საქართველოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება, უსაფრთხოება, ეკონომიკური კეთილდღეობაა დაკავშირებული და ტოვებენ მხოლოდ იმ გზას, რომელიც არის გზა რუსეთთან და რომელმაც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა და ანექსიისთვის ემზადება,- ამის შესახებ „ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, “ეს არის კორუფციაში თავიდან -ფეხებამდე ჩაძირული სისტემა, ამ სისტემის და ძალაუფლების შენარჩუნება უნდათ იმისთვის, რომ ფული აკეთონ.“

ეს არის კორუფციაში თავიდან -ფეხებამდე ჩაძირული სისტემა, ამ სისტემის და ძალაუფლების შენარჩუნება უნდათ იმისთვის, რომ ფული აკეთონ, თვითონ იყვნენ მდიდრები, ევროპისკენ გზა ჩაგვიკეტონ, რუსეთის არჩივად დაგვტოვონ, ხალხი იყოს გაღატაკებული, სოციალურად დაუცველ ადამიანებს ხან დაამატებენ, ხან დააკლებენ, საიტი შექმნესო ფასდაკლებების, იაფი პროდუქტების, მე არ ვიცი, მაგათ გარდა, საქართველოში ადამიანი არ მეგულება, ვინც ისედაც იაფ და ფასადაკლებულ პროდუქტებს არ ვეძებდეთ, არ ვეძებთ?  ჩვენ არ უნდა მივცეთ მათ საშუალება, რომ ყურადღება გადაგვატანინონ არაადამიანურ, მოღალატეობრივ ტყუილებზე, ეს ტყუილები აუცილებლად იქნება პასუხგაცემული, როდესაც ჩვენ მივაღწევთ ხელისუფლების ცვლილებას. არავის შერჩება ღალატი.,- განაცხადა ჩიხრაძემ.