სალომე ზურაბიშვილი comcom-ზე: უვიცობას ავლენენ
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი comcom-ის გადაწყვეტილებას “ტვ პირველის“ დაჯარიმებასთან დაკავშირებით, “უვიცობას“ უწოდებს და ამბობს, რომ “მათ არ იციან, რომ ეს არ არის ლანძღვა, ან შეურაცხყოფა, ეს არის ფაქტი.“
მისი თქმით, სინდისის პატიმრები მიღებული ტერმინია მთელ მსოფლიოში და გამოიყენება ადამიანებზე, რომლებიც არც პოლიტიკოსები არიან და არც კრიმინალები, ოლიგარქია კი სიტყვაა პოლიტოლოგიაში, რომელიც პოლიტიკურ სისტემას ასახავს.
უვიცობას ავლენენ იმითი, რომ ოლიგარქი არის პოლიტოლოგიაში სიტყვა, რომელიც ასახავს პოლიტიკურ სისტემას, რომელშიც ვართ. ეს არ არის ლანძღვა, ან შეურაცხყოფა, ფაქტია, ასევე სინდისის პატიმრები მიღებული ტერმინია მთელ მსოფლიოში, როდესაც ადამიანები არც პოლიტიკოსები არიან, არც კრიმინალები, არიან სინდისის პატიმრები, მე მგონი არ იციან, - თქვა ზურაბიშვილმა.
"სინდისის პატიმრები", "ოლიგარქი" და სხვა ტერმინების გამოყენებისთვის ComCom-მა "ტვ პირველი" 2500 ლარით დააჯარიმა.
ასევე დაგაინტერესებთ: