მოხდა ვანდალიზმი! - კალაძე სკვერში მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებს

26.06.26 15:21
მოხდა ვანდალიზმი! - კალაძე სკვერში მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებს

 

 

კახი კალაძე ლოტკინზე, მინიციპალურ სკვერში შემთხვევას "ვანდალიზმს" უკავშირებს და პასუხისმგებლობას იხსნის.

თბილისის მერი ნაძალადევის რაიონის გამგეობის მსგავსად, ამბობს, რომ სარწეველა-საქანელა მიზანმიმართულად დააზიანეს და სწორედ ამიტომ დაეცა მოზარდს.

კითხვაზე, როგორ შეძლეს მოზარდებმა შიშველი ხელებით კონსტრუქციის დაზიანება, ასევე, რატომ არ ხდება კონსტრუქციების მონიტორინგი, თბილისის მერმა არ უპასუხა.

მან ჟურნალისტი კითხვების დასმის გამო, ქვეყნისადმი მტრულ საქმიანობაში დაადანაშაულა და უთხრა, რომ “მას სხვა პოლიტიკური შეხედულება აქვს“.

ამ კონკრეტულ ფაქტს რაც შეეხება, მიზანმიმართულად არ ვსაუბრობ, რადგან მიმდინარეობს გამოძიება. მე დაახლოებით ვიცი, რა მოხდა, თუმცა, გამოძიების ინტერსებიდან გამომდინარე, ჩემი მხრიდან შეფასების გაკეთება და კონკრეტულ ფაქტზე საუბარი, ვფიქრობ არასწორია. კატეგორიულად მიუღებელია ვანდალიზმი და იმ ტიპის დამოკიდებულება, რაც ხდება ხოლმე. 

მე და თქვენ რომ მივიდეთ, ვერ დავაზიანებთ იმას, ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება, თქვენ შეიძლება სხვა პოლიტიკური შეხედულება გაქვთ, დაკავებული ხართ მტრული საქმიანობით ქვეყნის წინააღმდეგ, ქალაქის წინააღმდეგ, კონრკეტულად გამოიხატება ეს თქვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ ეს არის ის თემა, სადაც მნიშვნელოვანია საზოგადოება გაერთიანდეს, - ამბობს კალაძე.

ტვ პირველმა დედაქალაქის მერს კვლავ ჰკითხა, რატომ არ იყო კონსტრუქცია საკმარისად გამაგრებული, რაზედაც კალაძემ შემდეგი პასუხი გასცა:

ახლა მე რომ მიკროფონი გამოგართვათ, წაგართვათ და თავში ჩაგარტყათ და გიტხრათ, მე არაფერ შუაში ვარ, არ ვარ დამნაშავე, იმიტომ რომ თქვენ მიკროფონი მყარად არ გეჭირათ ხელში, იგივე შედარებას აკეთებთ ახლა. 

ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, დაეკისრება პასუხისმგებლობა, კატეგორიულად მიუღებელია ვანდალიზმიდ ა რასმდენიმე ადამიანის კონკრეტული ქმედებებიდან გამომდინარე, ვანდალიზმის ფაქტიდან გამომდინარე, როდესაც სხვა აზიანებ, ამას მოჰყვება რეგირება, - დასძინა მან. 

მან “ტვ პირველის“ ჟურნალისტის დამატებით კითხვებს აღარ უპასუხა და "სწორი შეფასების გაკეთებისკენ" მოუწოდა, თუმცა რას გულსხმობდა "სწორ შეფასებაში" უცნობია. 

კარგი იქნება ყველაფერს თავისი სახელი დაარქვან. დაიმახსოვრეთ ეს და გქონდეთ საზეპიროდ, - განაცხადა კალაძემ. 

თბილისში, ლოტკინის დასახლებში მდებარე სკვერში მოზარდს სარწეველა საქანელას რკინის კონსტრუქცია დაეცა - სკოლის მისწავლე კლინიკაში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, 14 წლის გოგოს დაზიანებები თავისა და ხერხემლის არეში აღენიშნება. 

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. 

  • 14 წლის გოგო "ქართულ-ამერიკულ ჰოსპიტალში", რეანიმაციულ ბლოკშია მოთავსებული. კლინიკას მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია. 
  • რაც შეეხება გამოძიებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით იძიებს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.