კობახიძე ირწმუნება, რომ საოკუპაციო ხაზთან "კამერების გარეშე" ჩავიდა
ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ საოკუპაციო ხაზთან ნამყოფია, ოღონდ "კამერების გარეშე" - დღეს პარლამენტში მისულმა მთავრობის მეთაურმა ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრის, ვიკა ფილფანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
გახარიას თანაგუნდელს კობახიძემ ჩორჩანას საკითხი გაახსენა და პლენარულ სხდომაზე ირწმუნებდა, რომ სწორედ ყოფილი პრემიერის გადაწყვეტილების გამოა შემოჭრილი ე.წ. საზღვრის მიღმა საოკუპაციო ძალა (ჩორჩანას ტერიტორიაზე)
"ეს არის ნამდვილი ლაქა, თუმცა ლაქები იმდენი აქვს, რომ იმასთან ჩორჩანაც კი მოსატანი არ არის" - თქვა პრემიერმა გიორგი გახარიაზე.
ამ პერიოდის განმავლობაში არაერთხელ ვიყავი საოკუპაციო ხაზთან, კამერების გარეშე. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, გვაქვს სრულიად განხვავებული შედეგები - არავითარი გაფართოება ტერიტორიული წარმომადგენლობის. ერთადერთი მძიმე შემთხვევა გვქონდა ამ კუთხით - ეს იყო შემთხვევა ჩორჩანაში, რაც ვისი "დამსახურებაც" არის ძალიან კარგად მოგეხსენებათ. სხვა შემთხვევაში ჩვენ პრინციპულად ვიცავდით ბოლომდე ჩვენს ინტერესებს და ამის შედეგია ის, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები არის ბოლომდე დაცული. მე არვიცი, ამას შეფასებაც აღარ სჭირდებათ, ჩორჩანაში შეუჩერებიათ ბორდერიზაცია. ერთადერთი შემთხვევაა, სადაც კილომეტრებით არის შემოჭრილი ამ ძველი ე.წ. საზღვრის მიღმა საოკუპაციო ძალა ჩვენს ტერიტორიაზე და ამას ჰქვია თურმე ბორდერიზაციის შეჩერება. ეს არის მართლა სირცხვილი, რომელსაც ვერასდროს ვერ ჩამოიწმენდს კონკრეტული ადამიანი საკუთარი ბიოგრაფიიდან - ეს არის ნამდვილი ლაქა, თუმცა ლაქები იმდენი აქვს, რომ იმასთან ჩორჩანაც კი მოსატანი არ არის", - განაცხადა კობახიძემ.