პარლამენტში ხელჩართული ჩხუბი იყო
უკიდურესად დაძაბული ვითარება იყო პარლამენტში - "პირველების" კორესპოდენტი საკანონმდებლო ორგანოდან გვატყობინებს, რომ ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნების“ წევრები და „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები.
სიტყვიერი დაპირისპირება „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატის გიორგი შარაშიძის გამოსვლასას დაიწყო და მალევე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
კადრებში, რომელსაც "პირველების" რედაქცია იღებს, ჩანს დეპუტატი არჩილ გორდულაძე, ეპიცენტრში დგას "ქართული ოცნების" წევრი, ქართველი ძალოსანი, ლაშა ტალახაძე.
ხელჩართული ჩხუბში მონაწილეობდა ლევან მაჭავარიანიც. კადრებში ჩანს ირაკლი კირცხალიაც.
კადრების დამუშავების შემდეგ, პარლამენტიდან მიღებულ მასალაში ვასილ ჩიგოგიძის იდენთიფიცირებაც მოხერხდა.
დაპირისპირებას სამთავრობო ტრიბუნიდან თვალს ადევნებდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები.
დაპირისპირების ვიდეო ნახეთ აქ