ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე - ღარიბაშვილი

29.03.21 10:12
ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე - ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმ ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს სპეციალურ წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მზად არის ოპოზიციასთან კოსტრუქციული დიალოგისა და კონკრეტული შეთანხმების მისაღწევად. ინფორმაციას და ღარიბაშვილის კომენტარს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზაობას, გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი და რაც შეიძლება მოკლე დროში მივიღოთ შესაბამისი შეთანხმება; ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, ყველა მხარემ იხელმძღვანელოს ქართველი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებით და გადადგას ნაბიჯები კომპრომისული გადაწყვეტილებისკენ, რაც მიმართული იქნება პოლიტიკური პროცესის პარლამენტში გადატანაზე", - აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

 კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს ჩამოვიდა. დანიელსონის მედიაციით, ოპოზიციასა და "ოცნებას" შორის მოლაპარაკების პროცესი გაიმართება.

მსგავსი სიახლეები